როგორ უნდა იმართებოდეს ქვეყანა გარდამავალ პერიოდში - საზოგადოებრივმა ჯგუფმა ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა
გარდამავალ პერიოდში ქვეყნის მართვის მოდელზე საზოგადოებრივმა ჯგუფმა ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. ინიციატივის მიხედვით, ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში ქვეყანას დროებით უნდა მართავდნენ სხვადასხვა პროფესიული სფეროდან შერჩეული წარმომადგენლები, რომელთაც ახალი, დემოკრატიული არჩევნების ორგანიზება დაევალებათ.
ანტიკრიზისული პლატფორმის წარმომადგენლები ამ წუთებში მსჯელობენ, როგორ უნდა იმუშავოს პარლამენტმა, როგორი უნდა იყოს მართლმსაჯულება და რა უფლებები უნდა ჰქონდეს პრესზიდენტს.
ვიცით ის, რომ გარკვეულიუ ჯგუფი მუშაობდა ანტიკრიზისულ პროგრამაზე, რაც თავისთავად, ძალიან საინტერესო დაპირებას იძლევა. მოსული ვარ ერღი მიზნით, რომ მოვისმინო, გავეცნო და დავინახო, სად შეიძლება, ჩვენი ადგილი მოიძებნოს ამ საერთო ძალისხმევაში. უკვე დროა, ქართულ პოლიტიკაშ გაჩნდეს ინტელექტუალური კონტრიბუცია და დღეს, მემგონი, ჩენ ამის მოწმენი გავხდებით, - ამბობს ვიქტორ ყიფინიანი.