მხილება 10 წლიანი დუმილს შემდეგ - ფარცხალაძეს ხელს გახმაურებულ მკვლელობაში ბრალდებული ადებს
თბილისის შუაგულში სოსო ჯოხაძის მკვლელობის საქმეზე გასამართლებული ბადუკა ნათობაძე ახალი განცხადებით გამოვიდა და საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს. დაკავებიდან ათი წლის შემდეგ მან პირველად ისაუბრა საჯაროდ და განაცხადა, რომ მისი საქმის ძირითადი ფიგურანტები იმავე პირები არიან, რომელთაც, მისი თქმით, სამართალდამცავი უწყებები დღეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის კონტექსტში იძიებენ.
ნათობაძემ პირდაპირ დაასახელა ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფის ხელმძღვანელად მოიხსენიებს. მისი მტკიცებით, 2016 წელს მიღებული 19 წლიანი განაჩენი ფარცხალაძის დავალებით გამოიტანეს, იმ პერიოდში, როცა ის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში განსაკუთრებული გავლენით სარგებლობდა. ნათობაძის განცხადებით, ზეწოლა განხორციელდა მოსამართლეებზე, გამომძიებლებსა და მოწმეებზე, რის შედეგადაც მას ბრალდება დაუმძიმდა და მაქსიმალური სასჯელი დაეკისრა.
ბადუკა ნათობაძე უკვე ათი წელია ყველაზე მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში იხდის სასჯელს. ორი თვის წინ მას და კიდევ ხუთ პირს „ქურდული სამყაროს წევრობის“ ბრალდება წაუყენეს. ახალი საქმის დაწყების საფუძველი, გამოძიების ვერსიით, №6 პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი მიქაძის წინააღმდეგ განხორციელებული „შუმოკი“ გახდა. საქმეზე დაკავებულია ექვსი პირი, ბრალს მხოლოდ ნათობაძე აღიარებს და აცხადებს, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლის ავტორი თავად იყო, რადგან მიქაძეები და მიმალვაში მყოფი ჯოხაძე მისი პირადი მტრები არიან.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.