თავისუფლების პირველი ღამე რუსთაველის გამზირზე - გიორგი ვაშაძე გუშინ პროტესტს შეუერთდა
შვიდ თვიანი პატიმრობის შემდეგ, გიორგი ვაშაძე გუშინ ღამეს რუსთაველის გამზირზე მივიდა და საპროტესტო საზოგადოებას შეურთდა. პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა წუხელ იქ შეკრებილ მოქალაქეებთან ერთად მოითხოვა სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა.
თავისუფლებისთვის ბრძოლის ჟინი ძლიერია, ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს. რატომ არ შეიძლება, ორგანიზაციულადაც გავერთიანდეთ? - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
განსხვავებული პოლიტიკური აზრი გაქვს კი ბატონო, მაგრამ ციხეში ამის გამო არ უნდა ჩასვა ადამიანები. თავისუფლების ბრძოლის ჟინი იმდენად ძლიერია, ბევრი საუბარია ერთიანობაზე, მთავარია რომ საერთო მიზანი გვაქვს, ეს არის სამართლიანობა, ევროკავშირში გაწევრიანება, განვითარებულ ქვეყნებთან ერთად ყოფნა, ხოდა ეს საერთო მიზანი რომ გვაქვს, რატომ არ შეიძლება რომ ორგანიზაციულადაც უნდა გავერთიანდეთ. გავესაურებით ყველა ერთმანეთს, მინდა რომ მოვუსმინო ადამიანებს, ამდენი ხანი ჩმად არ ვყოფილვარ, იმიტომ, რომ მარტო ვიყავი საკანში და ვერავის ველაპარაკებოდ, რომ გამოვედი და ჩემს ხმას მოვუსმინე, მივხდი, რომ ხმა მაქვს შეცვლილი თითქოს, ცოტა და ალბათ ეს ხმაც დამიბრუნდება", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
ფოტო: პუბლიკა