„დაიცავი განათლება“ - მარშს სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა

24.01.26 20:37
„დაიცავი განათლება“ - მარშს სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა

„დაიცავი განათლება“ - „ფილარმონიიდან“ პარლამენტისკენ მარში მიმდინარეობს. მარშის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საქართველოს დროშა. ასევე მიტანილი აქვთ ბანერები წარწერებით: „ცოდნა ძალაა!”, „ჩვენი ცოდნა არ იყიდება!”

ხალხი „ქართული ოცნების“ მიერ განათლების რეფორმას აპროტესტებს.

პროტესტში მონაწილე პროფესორ-მასწავლებლეს და სტუდენტებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი შეუერთდდა.

"ანტიეროვნული და ანტიქართული"- ასე შესაფასა მან განათლების რეფორმა. 

აქ ვართ, რომ განათლების ფსევდო რეფორმაზე გამოვაცხადოთ პროტესტი. ვისგან არის ე.წ. რეფირმა სად დაიწერა? არავისთან კონულტაცია არ გამართულა. ეს წარმოუდგენელია საქართველოსთვის"- თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა. 

მარშზე აქციის ორგანიზატორებმა დააანონსეს, რომ 31 იანვარს, 13:00 საათზე, მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით, „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება ფორუმი სახელწოდებით — „დაიცავი განათლება“.