ექსკლუზივი: ჯანგველაძის მკვლელობის დროს ფარცხალაძე საქართველოში იმყოფებოდა
„შაბათის ეთერის" ინფორმაციით, გასული წლის 16 მარტს ლევან ჯანგველაძის მკვლელობიდან მეორე დღეს, ოთარ ფარცხალაძე მოკლული ბიზნესმენის პანაშვიდზე გარემოცვასთან ერთად მივიდა.
ამ დღიდან კი ზუსტად 8 თვეში ფარცხალაძე „ქართულმა ოც ნებამ“ ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად ოფიციალურად გამოაცხადა და ახლა მისივე ყოფილი უწყება მთელს მსოფლიოში წითელი ცირკულარით ეძებს.
შაბათის ეთერმა დაადგინა, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის დროს ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც იმ დროს საქართველოს მოქალაქეობა და პასპორტი აღარ ჰქონდა, ოთარ რომანოვ ფარცხალაძის სახელზე იყო გაცემული, რუსული პასპორტით საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და თბილისში იყო. ფარცხალაძემ ქვეყანა ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის დაკრძალვის შემდეგ დატოვა.
"შაბათს ეთერმა" მოიპოვა სასაზღვრო პოლიციის ბაზების მონაცემები, სადაც ჩანს, ოთარ ფარცხალაძის საქართველოში შემოსვლის და გასვლის თარიღები. "შაბათის ეთერმა" დაადგინა, რომ იმ დროს როდესაც ფარცხალაძე რუსეთის აგენტად იყო გამოცხადებული და შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული საქართველოში ჩამოსვლას უპრობლემოდ ახერხებდა, მეტიც მას შემდეგ რაც საქართველოს პასპორტი ჩამოართვეს, მას რუსული პასპორტით საზღვარი 46 ჯერ აქვს გადაკვეთილი.
დოკუმენტებით დგინდება, რომ 2025 წლის 11 თებერვალს ოთარ ფარცხალაძე თბილისში ჩამოვიდა. ის აქ 18 თებერვლამდე დარჩა. ეს თარიღი დროში ემთხვევა ლევან ჯანგველაძეზე თვალთვალს.
შაბათის ეთერის მიერ მოპოვებული საზღვრის კვეთის დოკუმენტებით დგინდება, რომ ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, თბილსიში იყო ლევან ჯანგველაძის მკვლელობის დღესაც.
საზღვრის კვეთის დოკუმენტებით დგინდება, რომ ბოლოს ფარცხალაძე თბილსიში ივნისში იმყოფებოდა. ამ დროს ლევან ჯანგველაძის ოჯახი მის სავარაუდო კავშირზე მკვლელობასთან უკვე ღიად სატელევიზიო ეთერებშიც საუბრობდა.
საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი, რუსეთში მხოლოდ პოსტი არ მიიღო, ის ჩეჩნურ დაჯგუფებასთან ერთ ერთი დაკავშირებული პირია. "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებულია კადრები, რომელიც მოსკოვის ერთ ერთ სასტუმროშია გადაღებული. სადაც ფარცხალაძე, ახმად კადიროვის ყველაზე ახლო მეგობართან, ბატალიონ ახმატის მეთაურთან. აფტი ალაუდინოვთან ერთად, აგნეტბეის კანონის დამცველ სკოთ რიტერთის ხვდება.