შეძლებენ თუ არა ერთიან სტრატეგიაზე შეთანხმებას - ოპოზიცია კონსულტაციებს იწყებს
ოპოზიციურ სპექტრში კონსულტაციების ახალი ეტაპი იწყება. არსებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები ხვალიდან განახლდება და ერთ-ერთი პირველი შეხვედრა შვიდთვიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლებულ გიორგი ვაშაძესა და ზურაბ ჯაფარიძეს შორის გაიმართება.
პოლიტიკური ლიდერები ერთიანი ბრძოლის სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე გეგმავენ მსჯელობას. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ არსებული პოლიტიკური ვითარების პირობებში ცვლილებების მიღწევა მხოლოდ კოორდინირებული მოქმედებით არის შესაძლებელი და ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს.
ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას აგრძელებს ახალგაზრდული მოძრაობაც, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში ქუჩის პროტესტის ერთ-ერთ მთავარ ძალად ჩამოყალიბდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით, სწორედ ახალგაზრდების ჩართულობა რჩება ბრძოლის წინა ხაზზე და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოებრივი წინააღმდეგობის ფორმირებაში.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.