კობახიძის განათლების რეფორმა კრიტიკას ვერ უძლებს - რა საფრთხეებზე საუბრობენ პროფესორები
„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული განათლების რეფორმა მიმდინარე წელს უნდა ამოქმედდეს. ცვლილებების პაკეტი უმაღლესი განათლების სისტემაში სტრუქტურულ გარდაქმნებს ითვალისწინებს და რამდენიმე მიმართულებას მოიცავს.
რეფორმის ერთ-ერთი კომპონენტია კონკრეტული ფაკულტეტების კონცენტრაცია ერთ ქალაქში, რაც უმაღლეს სასწავლებლებს შორის კონკურენციის შემცირებას გულისხმობს. ცვლილებები ასევე ეხება უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელსა და საგრანტო სისტემას.
რეფორმის წარდგენისას "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საბჭოთა პერიოდი განათლების სფეროში ინტენსიური განვითარების ეტაპად მიიჩნევა. მისი განცხადებით, ახალი მიდგომები განათლების სისტემის ეფექტიანობის გაზრდას ისახავს მიზნად.
დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები ადგილების რაოდენობა შემცირდება, რის შედეგადაც აბიტურიენტების ნაწილს უნივერსიტეტებში ჩარიცხვის შესაძლებლობა არ ექნება. რეფორმის დეტალები და მისი გავლენა განათლების სისტემაზე ამ დრომდე განხილვის საგნად რჩება.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.