ჩემს ქვემოთ იჯდა ადამიანი, რომელიც ჩემი მკვლელობის მცდელობისთვის სასჯელს იხდის - გივი თარგამაძე
ჩემს ქვემოთ იჯდა ადამიანი, რომელიც სასჯელს იხდის ჩემი მკვლელობის მცდელობისთვის, ანუ ამაფეთქა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გივი თარგამაძემ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ორიგინალურ გარემოში მოუწია ჯდომა, რადგან მას შეურთდნენ “ოცნების“ მაღალჩინოსნები, რომეო მიქაუტაძე, გრიგოლ ლილუაშვილი და საბოლოო ჯამში ღარიბაშვილიც.
"გული მეთანაღრება იმაზე, რომ მე გამოვედი და ამდენი ხალხი რჩება საპატიმროში. ნამდვილად ბედნიერი ვიქნებოდი მე რომ ბოლო გამოვდიოდე და ყველა გამოსული იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვწყვეტთ ამას. ჯანმრთელობას ვუსურვებ იმ ხალხს. მხნეობა და გამძლეობა რამხელა აქვთ, დიდი ხანია დაამტკიცეს. ცოტა ორიგინალური გარემოში მიმიწა ჯდომა. ჩემს ქვემოთ იჯდა ადამიანი, რომელიც სასჯელს იხდის ჩემი მკვლელობის მცდელობისთვის, ანუ ამაფეთქა, სადღაც გვერდზე იჯდა ადამიანი, რომელიც ამ აფეთქების საქმის ბლოკირებას აკეთებდა სუსიდან თავის დროზე, მერე შემოგვიერთდნენ რომეო მიქაუტაძე, გრიგოლ ლილუაშვილი და საბოლოო ჯამში მეზობელმაც [ღარიბაშვილი] ვერ მოითმინა და შემომივიდოდა აქაც, - თქვა მან.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გივი თარგამაძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულება დატოვა.
გივი თარგამაძე 2025 წლის 27 ივნისს დააკავეს. ოპოზიციონერი ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ფეხით მას შემდეგ მივიდა, რაც მის მიმართ თავისუფლების აღკვეთის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო.