ბრძოლაში ჩემს თავს ნებისმიერ ადგილას ვხედავ, სადაც საჭირო ვიქნები, კონსულტაციებში ჩავერთვები- თარგამაძე

26.01.26 12:05
ბრძოლაში ჩემს თავს ნებისმიერ ადგილას ვხედავ, სადაც საჭირო ვიქნები, კონსულტაციებში ჩავერთვები- თარგამაძე

ამ ბრძოლაში ჩემს თავს ნებისმიერ ადგილას ვხედავ, სადაც საჭირო ვიქნები - საფრთხეების გამო არ ბრძოლა, არის მარცხი და ახლა იმ მდგომარეობაში არა ვართ, რომ მარცხისთვის ვიყოთ მზად, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გივი თარგამაძემ განაცხადა.

თარგამაძის თქმით, ის  გაერკვევა, რა და როგორ ხდება და კონსულტაციებში ჩაერთვება.

არც ერთ პარტიულ ლიდერშიფს არ წარმოვადგენ, მაგრამ კონსულტაციებში ჩავერთვები და ჩემს იდეებს მივაწვდი. შვიდი თვე ობობას ველაპარაკებოდი. ჯერ ადამიანებთან დავილაპარაკებ, გავერკვევი, ზუსტად რა და როგორ ხდება.

პატიმრობა თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასია. მარტივი არ არის, რთულია - ზოგ შემთხვევაში ტრაგიკულიც არის. საბედნიეროდ, ეს ფასი, რასაც ახლა ვიხდით, გამოუსწორებელი არ არის. 1-წლიანი, 2-წლიანი თუ რამდენიმე თვიანი პატიმრობა არის ფასი. ძალიან მნიშვნელოვანი და მაგარია, რომ ამ ფასის გადახდაზე ხალხი უარს არ ამბობს და ამის გამო არ ჩერდება. თუ ახლა გაჩერდები, ეს ფასი ავტომატურად მაშინვე აიწევს და იმ ნიშნულზე აიწევს, რასაც ირანსა და უკრაინაში ვაკვირდებით. რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს, ეს ფასი გადასახდელია. რაღაცა საფრთხეების გამო არ ბრძოლა, არის მარცხი და ახლა იმ მდგომარეობაში არა ვართ, რომ მარცხისთვის ვიყოთ მზად“, - განაცხადა გივი თარგამაძემ.

თარგამაძემ რუსთავის მე-12 პენიტენციური სასჯელაღსრულების დაწესებულება 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა.

მსგავსი სიახლეები