ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კონტექსტი ძალიან მძიმეა - კობახიძე

26.01.26 12:51
ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კონტექსტი ძალიან მძიმეა -  კობახიძე

ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კონტექსტი ძალიან მძიმეა - ამის შესახებ "ქართული ოცნების"  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ ასევე უპასუხა კითხვას, რატომ არ ხვდება საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების დღის წესრიგში. "ოცნების" ლიდერის თქმით, ეს ამერიკული მხარის გადასაწყვეტია.  

„თქვენ იცით, როგორია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კონტექსტი. ეს კონტექსტი არის ძალიან მძიმე, ეს კონტექსტი შექმნა ბაიდენის ადმინისტრაციამ. ვნახოთ, ჩვენ მოთმინებით ველოდებით. საჯაროდ გვაქვს გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მზად ვართ სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით. ველოდებით ამერიკული ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

  • აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, თებერვალში სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტს გეგმავს, საქართველოში ვიზიტი კი არ არის დაგეგმილი.

ეს ვიზიტი კონკრეტულად ზანგეზურის თემას ეძღვნება და ბუნებრივია, რომ ჩადის სწორედ აზერბაიჯანსა და სომხეთში, საჯაროდ გვაქვს გაკეთებული განცხადება, რომ მზად ვართ სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით, ველოდებით ამერიკული ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას.

ვიზიტი ეძღვნება კონკრეტულად ე.წ. „ტრიპის“ მარშრუტს, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ამ შემთხვევაში ვიზიტის ადრესატი არის სწორედ 2 ქვეყანა, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სომხეთსა და აზერბაიჯანში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
პრემიერის თქმით, ვიზიტი კონკრეტულად ზანგეზურის თემას ეძღვნება.
„ჩვენი ინფორმაციით, კონკრეტულად ზანგეზურის თემას ეძღვნება ეს ვიზიტი. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ამერიკელი პოლიტიკოსი ჩადის სწორედ აზერბაიჯანსა და სომხეთში“, -  აღნიშნა კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები