კობახიძე განმარტავს, რა შემთხვევაში აღუდგებათ ჯარიმები ენერგოკომპანიებს

26.01.26 12:58
კობახიძე განმარტავს, რა შემთხვევაში აღუდგებათ ჯარიმები ენერგოკომპანიებს

ჯარიმები ჩამოეწერება უკლებლივ ყველა ენერგეტიკულ კომპანიას და აღდგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია თავის ვალდებულებებს არ შეასრულებს, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით,  ეს გადაწყვეტილება იმით არის გამორჩეული, რომ არავითარი  დიფერენციაცია არ იქნება.

ჯარიმები ჩამოეწერება უკლებლივ ყველა ენერგეტიკულ კომპანიას და აღდგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია თავის ვალდებულებებს არ შეასრულებს. უკლებლივ ყველას, განურჩევლად ჩამოეწერება ეს ჯარიმები და ამით არის ეს გადაწყვეტილება გამორჩეული - არავითარი  დიფერენციაცია არ იქნება. უკლებლივ ყველა კომპანიაზე ვრცელდება ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა პრემიერმა.