"ფასები არ გაგვიზრდია" - კომპანია "ჩირინას" დამფუძნებელი

26.01.26 13:33
"ფასები არ გაგვიზრდია" -  კომპანია "ჩირინას" დამფუძნებელი

ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ჩირინას" დამფუძნებელი აცხადებს, რომ მათ პროდუქტებზე ფასები არ გაუზრდიათ. 

რევაზ ვაშაკიძის თქმით, ფასების ფორმირებაზე გავლენას ძირითადად იმპორტზე დამოკიდებულება და სავალუტო კურსის ცვლილება ახდენს, ხოლო შესაძლო კარტელური გარიგებების არსებობა ანტიმონოპოლიური უწყებების კვლევის საგანი უნდა იყოს.

 

საქართველო ცოტა რამეს აწარმოებს და ძირითადად, იმპორტზე ვზივართ და დამოკიდებულია საერთოდ დოლარისა და ლარის, ევროსა და ლარის და საერთოდ, ბევრ საკითხზეა დამოკიდებული. შეიძლება, იყოს კარტერული გარიგებაც და ეს ანტიმონოპოლურის კვლევის ობიექტი უნდა იყოს, - ამბობს ვაშაკიძე. 

 

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კონკრეტულ პროდუქტზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით რამდენიმე ქართველი მწარმოებლის გარიგება შედგა. მისი მტკიცებით, მწარმოებლებმა აღნიშნულ პროდუქტზე ფასი ერთდროულად, 25%-ით გაზარდეს. ამის შესახებ "ოცნების" პრემიერმა სამთავრობო მედიის ეთერში ისაუბრა.

კობახიძის თქმით, უნდა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი კარტერულ გარიგებას. ამასთან, "ოცნების" პრემიერი აღნიშნავს, რომ საკითხი შესწავლა სუსის ჩართულობას საჭიროებს. 

 

მსგავსი სიახლეები