არაადეკვატური და სიმბოლურია, რომ ის ადამიანი გაუშვეს გაეროში ანგარიშზე პასუხის გასაცემად, რომელიც სანქცირებულია - მელაშვილი

26.01.26 13:37
არაადეკვატური და სიმბოლურია, რომ ის ადამიანი გაუშვეს გაეროში ანგარიშზე პასუხის გასაცემად, რომელიც სანქცირებულია - მელაშვილი

ანალიტიკოსი გიორგი მელაშვილი ამბობს, რო გაეროში, ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვაში ალექსანდრე დარახველიძის გაგზავნა, “ოცნების“ მხრიდან კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ  მათი საგარეო მიდგომები არაადეკვატურია.

მელაშვილის თქმით, გაეროს ანგარიშიც არის უპრეცედენტოდ კრიტიკული და ძალიან ნათლად აჩვენებს, რამდენად ავტორიტარული ხდება “ოცნება“.

მაშინ როდესაც საქართველოში უპრეცედენტოდ გაუარესებულია ადამიანის უფლებების მდგომარეობა, “ქართული ოცნება“ იღებს უფრო და უფრო მეტ რეპრესიულ კანონს, უფრო და უფრო მეტი ჩინოსანი არის უშაულოდ ჩართული ადამიანის უფლებების დარღვევაში, ძალიან არაადეკვატური და სიმბოლურია, რომ ზუსტად ის ადამიანი გაუშვეს ანგარიშზე პასუხის გასაცემად, რომელიც თავადაა სანქცირებული. ამაშიც ჩანს „ოცნების“ საგარეო მიდგომების არაადეკვატურობა, რომელზეც არაერთხელ ვსაუბროდით და ზოგადად ის გარემოება, რომ გამოქვეყნებული ანგარიში არის უპრეცედენტოდ კრიტიკული, მასში საუბარია წამებაზე, ზოგადად რეპრესიულ კანონების მიღებაზე, ძალიან ნათლად გვაჩვენებს, რამდენად ავტორიტარული ხდება “ოცნება“ და რამდენად ეწინააღმდეგება მათ მიერ არჩეული კურსი საქართველოს მოსახლეობის ნება-სურვილს, - განაცხადა გიორგი მელაშვილმა.

საქართველოში შექმნილ საგანგაშო ვითარებაზე დღეს ჟენევაში მოსმენაა ჩანიშნული. საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ სანქცირებული ალექსანდრე დარახველიძე ისაუბრებს.

დარახველიძეს მოუწევს დაამტკიცოს, რომ 2024 წლის აქციების დროს ისინი არ იყენებდნენ წამების და არაადამიანური მოპყრობის ელემენტებს დემონსტრანტების, ჟურნალისტების და ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ. მოსმენა საქართველოს დროით 17:30 ზეა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები