მწარმოებლები ადასტურებენ, რომ თამაშის უსამართლო წესების შესახებ წლებია ლაპარაკობენ - "იყო შეხვედრები მთავრობაშიც და პარლამენტშიც"
მწარმოებლები ადასტურებენ, რომ თამაშის უსამართლო წესების შესახებ წლებია ლაპარაკობენ, თუმცა უშედეგოდ. "ემბიენსის" დამფუძნებელი ალექსანდრე რატიშვილი ამბობს, რომ სხვადასხვა ბიზნესასოციაციას არაერთი შეხვედრა ჰქონდა მთავრობის წარნომადგენლებთან, თუმცა პრობლემა გადაუჭრელი დარჩა.
რატიშვილი აღნიშნავს, რომ ქსელურ მარკეტებთან თანამშრომლობის პირობები უმძიმესია და შესწავლას საჭიროებს.
რატომ ვერ ხდებოდა არ ვიცი, თუმცა მე შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ სხვადასხვა ბიზნესასოციაციების სახით წლებია, 10 წელზე მეტია, პარლამენტის თავმჯდომარეებთან, კომიტეტის თავმჯდომარეებთან, სხვადასხვა მინისტრებთან, პრემიერ-მინისტრებთან, კონკურენციის სააგენტოსთან არაერთი, უამრავი შეხვედრა გვქონია, ეს საკითხი დაგვიყენებია, მაგრამ მიზეზთა და მიზეზთა გამო, რაზეც ახლა მე ვერ ვისაუბრებ, აქამდე ეს არ ხდებოდა.
გვაქვს ძალია დადებითი გამოცდილება კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობის, რომელმაც შეისწავლა ეს საკითხი წლების წინ სიღრმისეულად, დასკვნაც დადო, მიმართა საკანონმდებლო ორგანოს რეკომენდაციით, მთავრობას, რომ შემუშავებულიყო ჩარჩო საკანონმდებლო რეგულაციის ფორმატი, რომელიც დაარეგულირებდა და შექმნიდა ე.წ. თამაშის წესებს ამ დარგში. ისევ დაიდო მაგიდაზე, შემოიდო თაროზე.
პირობები, რასაც ისინი აყენებენ, იმისთვის, რომ ჩვენი პროდუქტი განვათავსოთ მათთან თაროზე, ძალიან მძიმე პირობებია. ეს არის ქეშბექი, შესვლის გადასახადი, ეს არის გადახდის ვადები. რეალურად, რომ არა ქსელები, ჩვენს პროდუქციას ვერ გავყიდიდით, მაგრამ მარტო მე ვიხეირო, მე ვისარგებლო და შენ გაკოტრდი, პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით, არასწორია. შეიძლება არ მოგვწონს სუსის ბიზნესში შემოყვანა, მაგრამ ის, რაც ხდება, ბევრად უარი პროცესია თითოეული ადამიანისთვის და ბიზნესისთვის და ამ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, ვიდრე ის, რომ სუსი შევიდა სა საბუთები მოითხოვა, - ამბობს რატიშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს გამართული ფასების კომისიის მესამე შეხვედრა დასრულდა. ირაკლი კობახიძე დღეს ადგილობრივ მწარმოებლებს შეხვდა.