პასუხისთვის მზად არ ვარ ვისთან და რა ფორმატში შეიძლება კამათი - გია ვოლსკი
"ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ ჯერ არ აქვს პასუხი, ვისთან, რა ფორმატში და რაზე შეიძლება, იდებატოს. ივანიშვილის გუნდის წევრი ოპოზიციას ისევ დესტრუქციულობაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ მხარეებს შორის დებატების სივრცე სწორედ ამ მიზეზით გაქრა.
პასუხისთვის მზად არ ვარ ვისთან და როგორ შეიძლება და რა თემებზე და რა ფორმატში შეიძლებაა კამათი. რაზე უნდა ილაპარაკონ, დარგის განვითარებაზე უნდა ილაპარაკონ, საგარეო ურთიერთობაზე თუ საშინაო პოლიტიკაზე? თუ როგორ ჩაყარეს ახალგაზრდები მდგომარეობაში, როდესაც კანონს დაუპირისპირეს და ქვეყნის მუდმივი რყევა მათ პროფესიად იქცა?
მდგომარეობაა მძიმე და ამიტომ ვთავაზობთ საზოგადოებას დებატებს. ის, რაც იყო მიზეზი აი, ამ ღია, პირდაპირი დებატების შეჩერების, ერთი მთავარი მახასიათებელი ჰქონდა ამ მიზეზს: დებატრები არ იყო, ელემენტალურად, არ არსებობდა დებატები. ეს იყო ტოქსიკური გარემო, სადაც ადამიანები ერთმანეთს უყვიროდნენ და ვისაც უფრო მღალი ხმა ჰქონდა, იმას ეგონა, რომ საზოგადოებაზე მეტ გავლენას მოახდენდა თავისი პროპაგანდით. ამიტომ შეწყდა, - ამბობს ვოლსკი.
ირაკლი კობახიძე პოლიტიკური დებატების დაბრუნებას აანონსებს. ამასთან, კობახიძე იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც ოპონენტებს დისკუსიაზე უარს ეტყვის. კობახიძის მტკიცებით, არიან ადამიანები, ვინც ცდილობენ, პირდაპირ თუ ირიბად აარიდონ თავი დებატებს, რათა ჯანსაღი დისკუსია არ შედგეს და მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში გააგრძელონ და “სიძულვილი გააღვივონ ქვეყანაში“.
“ოცნების“ პრემიერის თქმით, სწორედ ასეთ ადამიანებთან არ აპირებს პირისპირ საუბარს.