პირიქით, ჩვენ ვითხოვდით დებატებს - გურამ მაჭარაშვილი

27.01.26 13:57
პირიქით, ჩვენ ვითხოვდით დებატებს - გურამ მაჭარაშვილი

"ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ამტკიცებს, რომ არც "ოცნებას" და არც "ხალხის ძალას" დებატებზე უარი არასდროს უთქვამთ. მისი მტკიცებით, პირიქით იყო და ყოველთვის დებატების ინიციატორები იყვნენ.  

მე ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ამ ხელისუფლებამ, "ქართულმა ოცნებამ" ან ჩვენ, "ხალხის ძალამ" ვთქვით უარი ვინმესთან დებატებზე. პირიქით, აგერ ხართ ჟურნალისტები და არაერთი ინტერვიუ, მათ შორის ამ ტრიბუნასთან, მითქვამს, რომ შემოვიდნენ შინაარსში დებატებში, კანონპროექტთან დაკავშირებით, საკითხებთან დაკავშრებით და მათი პასუხი იყო, რომ ისინი შინაარსში არშეომვლენ, რომ ისიინ არ მისცემენ საშუალებას კანონის მიღების, ფიზიკურად დაუპირისპირდებიან. საიდან მოგაქვთ ეს, რომ ან "ქართულმა ოცნებამ", ან "ხალხის ძალამ" ვთქვით უარი დებატებზე? პირიქით, ჩვენ ვითხოვდით დებატებს, - ამბობს მაჭარაშვილი. 

ირაკლი კობახიძე პოლიტიკური დებატების დაბრუნებას აანონსებს. ამასთან, კობახიძე იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც ოპონენტებს დისკუსიაზე უარს ეტყვის. კობახიძის მტკიცებით, არიან ადამიანები, ვინც ცდილობენ, პირდაპირ თუ ირიბად აარიდონ თავი დებატებს, რათა ჯანსაღი დისკუსია არ შედგეს და მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში გააგრძელონ და “სიძულვილი გააღვივონ ქვეყანაში“.

“ოცნების“ პრემიერის თქმით, სწორედ ასეთ ადამიანებთან არ აპირებს პირისპირ საუბარს.