ცნობილია მოსამართლე, ვისაც ილია ღუდუშაურის საქმე დაეწერა

28.01.26 15:06
ცნობილია მოსამართლე, ვისაც ილია ღუდუშაურის საქმე დაეწერა

ჯანდაცვსი მინისტრის ყოფილი მოადგილის, ილია ღუდუშაურის საქმე მოსამართლე ნანა შამათავას დაეწერა. ყოფილი მაღალჩინოსნის პროცესი საქალაქო სასამართლოში 17:00 საათზე ჩაინიშნა.

ასევე ნახეთ: 

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გუშინ წინ დააკავეს. ილია ღუდუშაურს ბრალი 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. 

საქმე ეხება 2022 -23 წლების პერიოდში  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვას.

საქმის მასალების მიხედვით,  2022 წლის 27 სექტემბერს სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე. ტენდერის საბოლოო ბენეფიციარი იყო სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ, ხოლო გამარჯვებულად გამოვლინდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი - 8 525 876 ლარი შესთავაზა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მიუხედავად ხელსაყრელი პირობებისა, ტენდერი შეწყდა ილია ღუდუშაურის დავალებით. 2023 წლის 10 მაისს კი ღუდუშაურის მითითებით ტენდერის პირობები ერთ კონკრეტულ კომპანიას მოარგეს.  

 

მსგავსი სიახლეები