ნავთობიმპორტიორებთან შეხვედრა დასრულდა - ბიზნესმენებმა მთავრობის ადმინისტრაცია კომენტარის გარეშე დატოვეს

30.01.26 16:20
ნავთობიმპორტიორებთან შეხვედრა დასრულდა - ბიზნესმენებმა მთავრობის ადმინისტრაცია კომენტარის გარეშე დატოვეს

მთავრობის ადმინისტრაციაში ფასების კომისიის რიგით მეხუთე სხდომა დასრულდა. ნავთობიმპორტიორებმა შენობა სამთავრობო გასასვლელიდან დატოვეს, შესაბამისად, მათი კომენტარების ჩაწერა ჟურნალისტებმა ვერ მოახერხეს.

როგორც ირკვევა, მთავრობის გუნდის სხდომაზე ბიზნესმენებს უთხრეს, რომ თავად დაფიქრდნენ, გადახედონ ფასების პოლიტიკას და სამთავრობო გუნდს წინადადები შესთავაზონ. 

მე ძალიან კმაყოფილი წამოვედი იმით, რომ ზუსტად არავის, არც მთავრობიდან, არავის უთქვამს, აბა, ვის რამდენი შეგიძლიათ?... არა, "თქვენ თითონ დაფიქრდით, თქვენ თითონ დაითვალეთ, თქვენ თითონ გამოითვალეთ რას მიიღებთ, მოსაზრებები ჩამოაყალიბეთ და კიდევ შევხვდეთ ერთმანეთს". მინიშნება იყო ნათქვამი, რომ რას შეძლებთ, რა საშუალება გექნებათ, ჩამოყალიბდეთ თვითონ. ანუ არავის უთქვამს ესა თუ ის ციფრი და აი, ამითი, ამდენით... არანაირი მსგავსი საუბარი არ ყოფილა. ყველამ თავისი მოსაზრება გამოთქვა, ეს არის "ვისოლი", ბატონო სოსო ფხაკაძე, ყველამ... ყველა დაჰპირდა პრემიერს, რომ ყველა გაივლიდა საფასო პოლიტიკას და ყველა მივიღებდით ამა თუ იმ ციფრს და რა შეიძლება, შევთავაზოთ პრემიერს.

ჩვეულებრივად გამოვედით გარეთ. მოგეხსენებათ, მე ძალიან ხტუნვას ვერ დავიწყებდი და იქიდან ან აქედან ვერ შემოვუვლიდი. უბრალოდ, ჩვენ მოვხვდით, პრემიერის მხრიდან იმ ლიფტით ჩავედით ქვევით, - უთხრა მოგვიანებით "პირველებს" ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვახტანგ იობაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძე ნავთობიმპორტიორებს შეხვდა. დღეს ფასების კომისიის რიგით მეხუთე სხდომა გაიმართა.   

მსგავსი სიახლეები