გრანტების შესახებ ახალი კანონპროექტი - რა რისკებს შეიცავს და როგორ ამართლებს მას "ოცნება"

30.01.26 20:20
გრანტების შესახებ ახალი კანონპროექტი - რა რისკებს შეიცავს და როგორ ამართლებს მას "ოცნება"

გრანტი, რომლის „მავნე გავლენაზეც“ პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს, შესაძლოა მომავალში მოქალაქეების პირად ფინანსურ გადარიცხვებსაც დაერქვას და მისი გამოყენებისთვის მთავრობის ნებართვა გახდეს საჭირო. ასეთ რისკზე მიუთითებს გრანტების შესახებ ინიცირებული კანონპროექტი და მასში არსებული ბუნდოვანი ჩანაწერები.

თუ აქამდე მიღებული რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებებით "ოცნების" ხელისუფლება სამოქალაქო სექტორისა და მედიაორგანიზაციების ფინანსურ წყაროებს აკონტროლებდა, ახალი ინიციატივით კონტროლი შეიძლება გავრცელდეს იმაზე, თუ რა ფინანსური რესურსით გამოხატავენ მოქალაქეები საკუთარ აზრს, მათ შორის სოციალურ ქსელებში.

კანონპროექტის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქისგან ან ორგანიზაციისგან მიღებული თანხა შესაძლოა ჩაითვალოს გრანტად, რაც მოქალაქეებს აიძულებს, თანხის გამოყენებამდე დაფიქრდნენ, ხომ არ არღვევენ კანონს.

იურისტების განცხადებით, ივანიშვილის ხელისუფლების მიზანი ყველას სრული კონტროლია, რაც პრაქტიკულად შეუსრულებელ ამოცანად მიაჩნიათ. თუმცა, მათი შეფასებით, კანონპროექტს კიდევ ერთი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს - საზოგადოებაში შიშის დათესვა, რათა მოქალაქეებმა განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის გამოხატვაზე უარი თქვან.

მათი თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს რეპრესიული კანონმდებლობა კეთილი მიზნებით შეფუთოს და ფინანსური მხარდაჭერა უცხოურ გავლენად წარმოაჩინოს. ამ ლოგიკით, ნებისმიერი დაფინანსება შეიძლება მიჩნეულ იქნეს მტრულ გავლენად, რაც ადამიანების დამატებით შეზღუდვას ამართლებს.

"ოცნება" ამტკიცებს, რომ დაფინანსებას არ აკონტროლებს, თუმცა კანონპროექტით მისი გამოყენება მთავრობის ნებართვაზე დამოკიდებული ხდება.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.