გაიაფდება თუ არა საწვავი? - ნავთობიმპორტიორებთან კობახიძის შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა

30.01.26 21:14
გაიაფდება თუ არა საწვავი? - ნავთობიმპორტიორებთან კობახიძის შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა

მთავრობის ადმინისტრაციაში ნავთობიმპორტიორებთან გამართული ე.წ. ფასების კომისიის შეხვედრა კონკრეტული შედეგების გარეშე დასრულდა. შეხვედრის შემდეგ ბიზნესის წარმომადგენლები მედიასთან აღარ გამოჩენილან და საზოგადოებას არ განუმარტავთ, იგეგმება თუ არა საწვავის ფასების შემცირება.

შეხვედრის დაწყებამდე მთავრობის ადმინისტრაციაში დაბარებული ბიზნესმენების გზავნილი ერთგვაროვანი იყო - ისინი აცხადებდნენ, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას დაემორჩილებიან, რომელსაც „ქართული ოცნება“ მიიღებს. თუმცა, უმსხვილესი ნავთობკომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრა ისე დატოვეს, რომ საზოგადოებისთვის მთავარი კითხვა უპასუხოდ დარჩა: გაიაფდება თუ არა საწვავი.

ამ ეტაპზე ერთი ლიტრი ბენზინის ფასი სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურზე თითქმის სამ ლარს აღწევს. რამდენი თეთრით შეუძლიათ მსხვილ კომპანიებს ფასების დაკლება, ირაკლი კობახიძემ დღეს ვერ მოისმინა. ნავთობიმპორტიორებს დამატებითი დრო მიეცათ როგორც ფასების გადახედვისთვის, ისე შესაძლო კორექტირების წინადადებების შესამუშავებლად.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.