"ივანიშვილი ერთი ხელის მოსმით კლავს საინჟინრო სკოლას საქართველოში" - მიხეილ სააკაშვილი
"ივანიშვილი ერთი ხელის მოსმით კლავს საინჟინრო სკოლას საქართველოში" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხიდან გამოგზავნით წერილში წერს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას ეხმიანება.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, "ეს არის გლობალური კატასტროფა, რითაც საქართველოს საბოლოოდ გადაისვრიან მესამე ხარისხოვანი ქვეყნების კატეგორიაში".
ივანიშვილი ერთი ხელის მოსმით კლავს საინჟინრო სკოლას საქართველოში. სტუ ბევრ ფაკულტეტზე კარგ განათლებას აძლევს, კერძოდ კი ენერგეტიკაზე, გეოლოგიაზე, კავშირგაბმულობაზე, ჰიდრო-ინჟინერიაზე, სამშენებლოზე, საავიაციოზე, ხიდების და გვირაბების მშენებლობაზე, ტელემექანიკაზე.
ეს არის გლობალური კატასტროფა, რითაც საქართველოს საბოლოოდ გადაისვრიან მესამე ხარისხოვანი ქვეყნების კატეგორიაში!
ივანიშვილმა თავზე დაგვასვა ყველაზე გაუნათლებელი ხალხი (თვითონ, ზებრა პრეზიდენტი და უამრავი სხვა) რითაც დაგვანახა, რომ განათლებას არანაირი ფასი არ აქვს. ახლა კი გამოაცხადა ეს კატასტროფა ტექნიკური უნივერსიტეტის გაუქმებით.
ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიურიც იმიტომ მოკლა ჯაყომ, რომ იქაც საინჟინრო პროფესიაზე იყო მთავარი აქცენტი.
ე.ი. ქართველები შეიძლება იყვნენ, როგორც ოლიგარქის ერთი მოლაპარაკე თავი ამტკიცებს, მხოლოდ შუშის მბერავები, შავი მუშები და მიმტანები, WTF?" - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, "ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.