ვის შეეხება გრანტების შესახებ ახალი კანონი - კობახიძის პირველი კომენტარი
ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ გრანტების შესახებ ახალი კანონი შეიძლება, შეეხოს იმ პირსაც, რომელიც სოციალურ ქსელში პოლიტიკური შინაარსის კონტენტს ქმნის. "ოცნების" პრემიერმა ამის შესახებ "პირველების" ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. კობახიძის თქმით, ასეთ შემთხვევაში, ეს შესაძლოა, ამ კანონის რეგულირების საგანი გახდეს.
თუ წერთ პოლიტიკური შინაარსის პოდკასტს, მაშინ არ უნდა მიიღოთ უცხოური დაფინანსება, - ამბობს კობახიძე.
თუ კონკრეტული ადამიანი იღებს უცხოურ დაფინანსებას პოლიტიკური შინაარსის გავტრცელებისთვის, ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება გახდეს ამ კანონის რეგულირების საგანი. პოლიტიკა არ შეიძლება, ქვეყნის გარედან ფინანსდებოდეს. სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი და როდესაც ქვეყნის გარედან ფინანსდება პოლიტიკური აქტივობები, აქ არის სახხელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულება, დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი. თუ წერთ პოლიტიკური შინაარსის პოდკასტს, მაშინ არ უნდა მიიღოთ უცხოური დაფინანსება, - ამბობს კობახიძე.
მომავალი კვირიდან პარლამენტი საგაზაფხულო სესიას ახალი კანონების დამტკიცებით გახსნის. "ოცნება" ციხით ემუქრება ყველას, ვინც გრანტებს მათი თანხმობის გარეშე მიიღებს. გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონპროექტი პარლამენტის ვებ გვერდზე უკვე ატვირთულია.
კანონპროექტი იხილეთ ბმულზე.