ფოტო-არქივით შეხსენებული წარსული - "შალვა პაპუაშვილმა საკუთარ ბიოგრაფიას ბრძოლა გამოუცხადა"
ფოტო არქივით შეხსენებული წარსული - შალვა პაპუაშვილი ტყუილში ამხილეს. "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ამტკიცებს, რომ მესამე სექტორში არ ყოფილა, წლების წინ იმ ადამიანებთან ერთად იჯდა ერთ მაგიდასთან, ვისაც დღეს "აგენტებს" უწოდებს და მათ წინააღმდეგ კანონებს ამტკიცებს.
პაპუაშვილს სწორედ ეს ადამიანები ახსენებენ, რომ წლების წინ ის მათთან ერთად მუშაობდა ადამიანის უფლებების დასაცავად. ფოტოზე, სადაც პაპუაშვილია წარმოდგენილი 2013 წელს არის გადაღებული და ასახულია არასამთვრობო ორგანიზაციების შეხვედრა საია-ს ოფისში.
საიას მაშინდელი თავმჯდომარე, კახა კოჟორიძე "პირველებთან" ამბობს, რომ "შალვა პაპუაშვილმა საკუთარ ბიოგრაფიას ბრძოლა გამოუცხადა".
ეს ადამიანები დღეს ხელისუფლებაში მოსულები, აკეთებენ საკუთარი ქვეყნისთვის მძიმე საქმეს და მათთვის პრობლემას როგორც ჩანს არ წარმოადგენს ან შეიძლება წარმოადგენს კიდევაც, მაგრამ იმდენად არ შეუძლიათ წინააღმდეგობა გაუწიონ პარტიულ დავალებას, რომ პრაქტიკულად საკუთარ ბიოგრაფიას და საკუთარ წარსულს გამოუცხადეს ბრძოლა. რა მორალური წაინააღმდეგობები აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, ეს არ არის საინტერესო, საინტერესოა, რომ კანონი რომელიც დღეს მოქმედბს და ორი წლის წინ იქნა მიღებული. არის მძიმე ამ ქვეყნისთვის და მან სიცუდის რეკორდიც კი მოხსნა", - ამბობს კოჟორიძე.
ლაშა ტუღუში კი შალვა პაპუაშვილს ახსენებს, რომ ის 17 წელი იღებდა გერმანიისგან ხელფასს.
ბატონი შალვა თვითონ იყო ძალიან აქტიურად ჩართული. წარმოადგენდა გერმანულ ორგანიზაციას, რომელიც ასე ვთქვათ, ხელს უწყობდა ე.წ. შპიონებს და ეს ყველამ იცის, მგონი მარტო თვითონ დაავიწყდა. რაც შეეხება ამ კანოპნებს, რომელიც მიღებასაც ახლა აპირებენ, ეს არის უგუნური, დრაკონული, საბჭოთა სულისკვეთების კანონი, რომელიც მიმართულია პატარა ჯგუფის ინეტერესბეის დაცვისა და ქვეყნსი ინეტერესებსი საწინააღმდეგოდ", - აცხადებს ლაშა ტუღუში.
პაპუაშვილი გუშინ მედიასთან ამტკიცებდა, რომ არც ის და არც ირაკლი კობახიძე არასამთავრობო ორგანიზაციაშია არ მუშაობდნენ.
ჟურნალისტის შეკითხვას "თქვენ და ირაკლი კობახიძეს გქონდათ ეგ გაგრილების პერიოდი, თქვენც ორგანიზაციიდან მოხვედით პოლიტიკაში". პაპუაშვილმა უპასუხა: "მე NGO-ში არ ვყოფილვარ, არც ირაკლი კობახიძე არ ყოფილა NGO-ში. არც მე, არც ირაკლი კობახიძე - ჩვენ NGO-ში არ ვიყავით".