რეჟიმმა ომი გამოუცხადა საზოგადოებას... შეტევა განათლებაზე არის პირდაპირი შეტევა ჩვენს სულზე - სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი განათლების ექსპერტებს ხვდება - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი აკადემიურ და სამეცნიერო საზოგადოებასთან ერთად საჯარო დისკუსიას მართავს, თუ როგორ შეიძლება შეჩერდეს "ოცნების" განათლების რეფორმა.
ამ წუთებში, სალომე ზურაბიშვილი შეხვედრაზე სიტყვით გამოდის და ამბობს, რომ "შეტევა განათლებაზე არის პირდაპირი შეტევა ჩვენს სულზე და ჩვენს ქართველობაზე.
მისი თქმით, "ოცნებამ" ამ გადაწყვეტილებით ომი გამოუცხადა საკუთარ საზოგადოებას და საკუთარ ქვეყანას.
განათლება არის საზოგადოების ხერხემალი და საზოგადოებას, რომელსაც განათლება არ აქვს, არის მონების საზოგადოება, საზოგადოებაც არ ეწოდება მათ. მონების შეკრებაა, თუ არ არსებობს განათლება. ნიშანდობლივია, რომ რეჟიმი განათლებას ეხება, რადგან აქამდე რეჟიმი საზოგადოებას მხოლოდ ფიზიკურად ეხებოდა - რეპრესიული კანონები, დაჭერები, ციხე, მოწამვლა - ეს ფიზიკური ძალადობაა, ეს მცდელობაა იმისა, რომ საზოგადოების ქმედებები შეიზღუდოს. მაგრამ ამ კუთხით რეჟიმმა ვერ მიაღწია იმას, რომ საზოგადოება დაემონებინა და პროტესტი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, რეჟიმს აწუხებს. ამიტომ გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე, რომელიც არის კიდევ უფრო პირდაპირი ომი გამოცხადებული საქართველოზე და საზოგადოებაზე, ეს არის სულიერი შეტევა.
ყველა ნორმალური ხელისუფლება განათლებაზე ზრუნავს და ამაში დიდი თანხები იხარჯება, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი როგორიც საქართველოსთვის არის განათლება იშვიათია სხვა ქვეყნებში, რადგან ჩვენი ისტორია განათლებაზე დგას. წმინდა ნინო რომელმაც განგვანათლა, ასურელი მამები, ჩვენთან იყო იყალთო და გელათი. ეს ყველაფერი ჩვენი კულტურისა და იდენტობისგან განუყოფელია. განათლებაზე შეტევა, შეტევაა ჩვენს სულზე იდენტობასა და ქართველობაზე. ჩვენთვის განათლება მჭიდროდ დაკავშირებულია დამოუკიდებლობასთან. არ არის შემთხვევითი ის ფაქტი, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტი 1918 წელს დაარსდა, დამოუკიდებლობამდე, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ. სწორედ ამ უნივერსიტეტში იცავდნენ განათლებასა და დამოუკიდებელ აზრს. შესაძლოა ქვეყნის დამოუკიდებლობას ვეღარ იცავდნენ 1921 წლის შემდეგ, ჯავახიშვილმა სტუდენტები იუნკრებთან ერთად საბრძოლველად გაუშვა, რომლის უნივერსიტეტსაც დღეს ეხებიან.
ჩვენთვის განათლება დამოკიდებული და შერწყმულია თავისუფლებასთან. ჩვენი განათლებული საზოგადოება გახსნილი იყო მსოფლიოში და მათთან ერთად ვითარდებოდა. ამიტომ იყო ქართული და ევროპული კულტურა ახლოს, რადგან კედელი არასდროს არ გვაშორებდა ცივილიზებულ სამყაროსთან, მათ შორის ირანი როდესაც ცივილიზებული იყო მათთან ერთადაც ვიზრდებოდით.
ჩაკეტილი განათლება დიდი ხანი ვერ იარსებებს. ამ მავნებლობის მიზანია, რომ ჩამოგვაშოროს გარე სამყაროსთან, რომ ჩაკეტილები დავრჩეთ. წარმოუდგენელია, როცა ქვეყნის მეთაურები თავიანთი ქვეყნის უნივერსიტეტებს ამ ფორმით დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ.
ასევე ეს გაერთიანების თემა არის ამ უნივერსიტეტების აბუჩად აგდება, რადგან ასეთი მიდგომაა - მე რასაც მინდა იმას გავაკეთებ, მინდა გავაერთიანებ, მინდა დავაშორებ, გავხსნი , მინდა ჩავკეტავ, მასწავლებლებს მე დავნიშნავ, ეს ხომ არის ჩადებული ამ ტექსტში...
არვიცით რომელ ქალაქში გააგზავნიან სტუდენტებს და როგრო იქნება ეს ყველაფერი. ეს ნიშნავს, რომ ეს არის მხოლოდ პოპულისტური დაპირება იმისთვის, რომ გადაგვაყლაპინონ დანარჩენი ყველაფერი, ხოდა ნუ გადავყლაპავთ და იმაზე ვიფიქროთ, რამდენად მავნებლურია ეს გადაწყვეტილება, მიღებული ჩქარ-ჩქარა, სანამ საცივის პერიოდი დაიწყებოდა და ყველამ კარგად დავივიწყეთ და ახლა გავიღვიძეთ ამ გადმოგდებული უნივერსიტეტების გაერთიანების თემით, მაგრამ ამ რეფორმაში რაც დევს ბევრად უფრო მავნებლურია, რასაც გარედან ვუყურებთ და მითუმეტეს იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯერ არ არის გაცნობირებული ამ რეფორმის არსს და ამას ეძღვნება დღეს ეს შეხვედრა, რომ გავიტანოთ საზოგადოებაში, გავაგებინოთ, თუ რამდენად მძიმეა და რამდენად რეალურ საფრთხეს მოიცავს ეს კანონი.", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა .