"განათლების ფსევდო-რეფორმა იქ დაიწერა, სადაც საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული სტრატეგია იწერება... ნუ გადავყლაპავთ" - სალომე ზურაბიშვილი
ნუ გადავყლაპავთ... განათლება ჩვენი ყველასი საერთო საუნჯეა - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, „ექსპო ჯორჯიაში" "ოცნების" განათლების რეფორმის საჯარო განხილვაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ თუ ხალხი ახლა ხმას არ ამოვიღებს, განთლების კუთხით ქვეყანა ჩაკეტილი გახდება - "განწირულები ვარ, რუსეთის პატარა კოლონიად ვიქცეთ".
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ამბობს, რომ ყველა ქალაქსა თუ რეგიონში მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა უნდა გაიგოს, თუ რა საფრთხეს შეიცავს ის განათლების რეფორმა, რომელიც "ოცნებამ" გამოიტანა.
ზურაბიშვილის თქმით, "ფსევდო რეფორმა იქ დაიწერა, სადაც საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული სტრატეგია იწერება".
უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი უნივერსიტეტების და განათლების გადარჩენისთვის, ჩვენი სულის გადარჩენისთვის - აცხადებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.
არვიცით რომელ ქალაქში გააგზავნიან სტუდენტებს და როგრო იქნება ეს ყველაფერი. ეს ნიშნავს, რომ ეს არის მხოლოდ პოპულისტური დაპირება იმისთვის, რომ გადაგვაყლაპინონ დანარჩენი ყველაფერი, ხოდა ნუ გადავყლაპავთ და იმაზე ვიფიქროთ, რამდენად მავნებლურია ეს გადაწყვეტილება, მიღებული ჩქარ-ჩქარა, სანამ საცივის პერიოდი დაიწყებოდა და ყველამ კარგად დავივიწყეთ და ახლა გავიღვიძეთ ამ გადმოგდებული უნივერსიტეტების გაერთიანების თემით, მაგრამ ამ რეფორმაში რაც დევს ბევრად უფრო მავნებლურია, რასაც გარედან ვუყურებთ და მითუმეტეს იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯერ არ არის გაცნობირებული ამ რეფორმის არსს და ამას ეძღვნება დღეს ეს შეხვედრა, რომ გავიტანოთ საზოგადოებაში, გავაგებინოთ, თუ რამდენად მძიმეა და რამდენად რეალურ საფრთხეს მოიცავს ეს კანონი.
ჩვენ განწირული ვართ, რომ ვიყოთ კოლონია იმ ჩრდილოვანი მეზობლის. თუკი ჩვენ არ გვეყოლება განათლებული ადამიანები, რომლებიც ქვეყნის გარეთ გაიტანენ ჩვენს სახელს, ჩვენს ცოდნას, ჩვენს კვლევებს, მაშინ ვიქნებით ჩაკეტილი პატარა პროვინცია, რაღაცა კონფორმისტული ცოდნით, ეს იქნება მხოლოდ დაშვებული იმ სახელმძღვანელოში, რომელიც დაიწერება სადღაც ხელისუფლებაში, რომლის გამომცემული იქნება შერჩეული იგივე ხელისუფლების მიერ. ჩაწყობები, რაც იყო საბჭოთა პერიოდის დამახასიათებელი და ის მაღალი დონის კორუფცია დაბრუნდება ცხადია, რადგან რომელი პროფესორი სად უნდა იყოს, რომელმა სტუდენტმა სად უნდა ჩააბაროს, ეს გადაწყვეტილებები ხომ იმ ხალხის ხელში იქნება, რომლის ცოდნა და განათლება ხომ გვაკვირვებს და გვაკვირვებს. ამ დროს ის ორი მთავარი, ვიცნ ამ საკითხზე გვესაუბრებიან - პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერიც, ორივეს განათლება მიღებული, ასევე ამ ფსევდო ელიტის შვილები ასევე სწავლობენ ევროპაში. ამ რეფორმის ამოქმედების შემდეგ კი ჩვენი შემდეგი თაობისთვის ევროპული განათლების სისტემა, როემლშიც ვიყავით შესულები, გახდება შეუძლებელი.
ეს ყველაფერი არის დიდი ტაქტიკის ნაწილი, რომ ცალ-ცალკე მიადგეს სხვადასხვა დარგს, დღეს უნივერსიტეტს, ხვალ სახელოვნებო უნივერსიტეტებს, ზეგ კერძო უნივერსიტეტებს, რომელსაც ჰგონია, რომ გადარჩნენ, არსად არ გადარჩენილან. ყველას აქვს უაზრო იმედი, რომ თვითონ გადაურჩება, თვითონ შეინარჩუნებს თავის ადგილს და შემოსავალ და პატარა შევიწროებულ თავისუფლებას, მაგრამ ეს ასე არაა, რადგან ყველას შეეხება, რადგან განათლება ჩვენი ყველასი საერთო საუნჯეა, ამას ვინც ეხება, მართლ ჩვენს სულს ეხება. მართლაც ომი აქვთ გამოცხადებული, სად არის მშვიდობა არ ვიცი. გვტოვებენ რეალურად ამ მონსტრის წინაშე. უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერი შემთვევითი არაა, არაფერი მათი ხელით არ იწერება, ხომ ვხედავთ, ვინ ზის პარლამენტში და ვინ კომიტეტში. ეს იწერება იქ, სადაც იწერება ჰიბრიდული სტრატეგია საქართველოს წინააღმდეგ.
მსგავსი რეფორმა მიღებული იქნა რუსეთში 2022 წელს. შეადარეთ, რა არის განსხვავებული. ეს არის პასუხი კითხვაზე, თუ სად დაიწერა, ეს ფსევდო-რეფორმა. საიდან მოდის ეს უდიდესი დარტყმა ქართულ იდენტობასა და კულტურაზე. ეს არის რაც უნდა გვაღელვებდეს დღეს. არ უნდა გავჩერდეთ. ეს არის თემა, რომელიც ყველას აინტერესებს რეგიონში და ყველას უნდა ვესაუბროთ. უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი უნივერსიტეტების და განათლების გადარჩენისთვის, ჩვენი სულის გადარჩენისთვის" განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.