პროპაგანდისტული მედიით თავდასხმები, მას შემდეგ დაიწყო, რაც შვილის ექსპერტიზაზე გადაყვანა მოვითხოვე - ბესელია
პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი, იურისტი, ეკა ბესელია შვილის, ბექა მილორავას დაკავებისა და მასზე ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე პირეველ სატელევიზიო განმარტებას "ტვ პირველთან" აკეთებს.
“ქართული ოცნების” ყოფილი ლიდერი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ მის ვაჟს პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა და მასხილული დაზიანებები აღენიშნება.
ბესელიას თქმით, მილორავა "ძალიან წუხს", რომ ნასვამ მდგომარეობაში მართავდა საჭეს, თუმცა საქმეზე არ არსებობს დაზარალებული, მძღოლი, რომელზეც სამთავრობო მედია წერს.
ამასთან პოლიტიკოსი ერთ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას - ბესელიას თქმით, სამთავრობო მედიამ მისი შვილის დაკავების შესახებ მასალების გამოქვეყნება მას შემდეგ დაიწყო, რაც იურისტმა დედამ, შვილის იზოლატორში მონახულების შემდეტგ, "რატი მილორავას ექსპერტიზაზე გადაყვანა მოითხოვა".
ყელის აერში აქვს სისხლნაჟღენთები, საკმაოდ მძიმე ფიზიკური ძალის გამოყენების კვალი . ალბათ, ამიტომ გაღიზიანდნენ, დავტოვე განცხადება, რომ ექსპერტიზაზე გადაეყბანათ. ვითხოვდი ოქმს, როგორც ხდება იზოლატორში შეყვანისას, ალბათ ამიტომ გაღიზიანდნენ და ამიტომ დაიწყო პროპაგანდისტული მედიით თავდასხმები.
რატიმ მითხრა, რომ ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც საზეზე იცის, [ამ ეტაპზე მისი სახელი არ ვიცით, მაგრამ გავიგებთ] ეს პოლიციელი მახრჩობდაო"- თქვა ბესელიამ.
დაკავების შემდეგ, ღამით, ბესელიას თქმით შვილს დიდხანს ეძებდა, “24 საათიდან 03 საათამდე” და ვერაფრით აგნებდა.
მისივე განცხადებით, ამ დრომდე ელოდება საქმის მასალებს, რომლის გაცნობის შემდეგ სამოქმედო ნაბიჯებს განსაზღვრავს
შს სამინისტროს ინფორმაციით, რატი მილორავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს - რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.