"განათლება საფრთხეშია!" - თბილისში ყოველკვირეული შაბათის მარში მიმდინარეობს

31.01.26 20:12
"განათლება საფრთხეშია!"  - თბილისში ყოველკვირეული შაბათის მარში მიმდინარეობს

"ავტონომია უნივერსიტეტს!" "განათლება საფრთხეშია!"  - თბილისში ყოველკვირეული შაბათის მარში მიმდინარეობს. 

მოქალაქეები ტრადიციულად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და ისინი ამ წუთებში პარლამენტის შენობისკენ მსვლელობას იწყებენ.

მარშში მონაწილეობენ პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, პოლიტიკური პარტიის წევრები და მხარდამჭერები.

აქციის მონაწილები „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმას აპროტესტებენ.