კობახიძე წარსულში სოროსის ფონდთან და USAID-თან თანამშრომლობდა - ფოტო არქივიდან

31.01.26 20:33
კობახიძე წარსულში სოროსის ფონდთან და USAID-თან თანამშრომლობდა - ფოტო არქივიდან

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს წლების წინ ამერიკულ USAID-თან თანამშრომლობის გამოცდილება აქვს.

  •  2000-2001 წლებში ირაკლი კობახიძე შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საზოგადოებრივი განათლების პროექტის რეგიონული კოორდინატორი იყო. USAID არასამთავრობო ორგანიზაცია არ არის, თუმცა ის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო სააგენტო იყო.
  • საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კობახიძე ასევე ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოსთან, ანუ ჯორჯ სოროსის მიერ დაფუძნებულ ფონდთანაც თანამშრომლობადა. 2011 – 2012 წლებში ის იყო ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს”, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის წევრი.

მედიის ინფორმაციით, ის სხვა ექსპერტებთან ერთად აფასებდა, ფონდში შესული განაცხადებიდან, რომელი პროექტი იყო დაფინანსების ღირსი თვითმმართველობის მიმართულებით.

"ნეტგაზეთის" მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, გარდა ამისა, კობახიძეს “სოროსის ფონდთან” თანამშრომლობით აქვს მომზადებული ანალიტიკური დოკუმენტი კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, ასევე 2010 წელს იყო ამ თემაზე გამართული დიდი კონფერენციის სპიკერი. ეს კონფერენცია “მერიოტში” ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს ორგანიზებით გაიმართა.

კობახიძე ფონდთან ასევე თანამშრომლობდა სხვა მიმართულებებითაც, მაგალითად უცხოეთში განათლება მიღებულ სხვა პროფესიონალებთან ერთად ასწავლიდა სტუდენტებს. 2012 წელს კი ფონდთან თანამშრომლობის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის პროექტში იყო ჩართული.

ფოტოზე სწორედ 2010 წელს, სასტუმრო “მერიოტში” სოროსის ფონდის მიერ ორგანიზებული კონფერენციაა ასახული, სადაც ირაკლი კობახიძე, ფონდის ხელმძღვანელთან, ქეთი ხუციშვილთან ერთად არის წარმოდგენილი"- წერს გამოცემა.

ამასან რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელიც 2013 წლის 31 იანვრით არის დათარიღებული. აქ კობახიძე  ,,Holiday Inn''-ში საზოგადოებრივი თვითმმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ესწრება.

მსგავსი სიახლეები