საქართველოს პორტები და რუსული გემები - ოპოზიცია სანქციების საფრთხეზე საუბრობს
ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონი „აი ფაქტის“ გამოძიებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს პორტებში 19 რუსული გემი შევიდა. უილსონის განცხადებით, აღნიშნული ფაქტები აჩენს კითხვებს საქართველოს პორტების შესაძლო გამოყენებაზე რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის მიერ.
კონგრესმენი სოციალურ ქსელში წერს, რომ დოკუმენტების მიხედვით, გემები მარშრუტის განმავლობაში ავტომატური იდენტიფიცირების სისტემის (AIS) სიგნალებს თიშავდნენ, რაც მათი გადაადგილების კვალის დაფარვას ემსახურებოდა.
ამასთან, საკითხზე საუბარი მხოლოდ ქართველი ჟურნალისტების გამოძიებებით არ შემოიფარგლება. ფინეთის სახელმწიფო მაუწყებელმა მტკიცებულებებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც თბილისში რეგისტრირებული კომპანია Arnica Trade რუსეთში მილიონი ევროს ღირებულების გემის ძრავის ნაწილებს აგზავნიდა.
გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, მსგავსი სქემები დასავლური სანქციების გვერდის ავლის რისკებს აჩენს და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან დამატებით ინტერესს იწვევს.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.