ახალი აკრძალვები, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს ეხება - პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს
პარლამენტი დღეიდან პარტიულ და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს.
„გრანტების შესახებ“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონებსა და კიდევ ხუთ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს 2 თებერვალს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.
სავარაუდოდ, პირველი მოსმენით ცვლილებებს 3-4 თებერვლის პლენარულ სხდომაზე გაიტანენ.
შვიდი კანონპროექტისგან შემდგარ პაკეტში პირველი "გრანტების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებია.
“ოცნება“ კვლავ ამტკიცებს, რომ მათ მიერ მიღებული ახალი კანონები სულაც არ არის რეპრესიული და კითხვების ფორმულირება, რომლებსაც მათ უსვამენ, პროვოკაციულია.