კობახიძის და პაპუაშვილის არასამთავრობო საქმიანობა - “ოცნებაში“ კომენტარები კეთდება
“ოცნებაში“ არ სჯერათ, რომ ირაკლი კობახიძის და შალვა პაპუაშვილის მესამე სექტორთან თანამშრომლობის შესახებ გავრცელებულ ფოტოები და ინფორმაციები სინამდვილეს შესაბამება.
ისინი ამტკიცებენ, რომ ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი მესამე სექტორთან არ თანამშრომლობდნენ და ამაზე განმარტებები უკვე გააკეთეს.
საქართველოს ჰყავს შესანიშნავი პრემიერმინისტრი და შესანიშნავი პარლამენტის თავმჯდომარე - შალვა პაპუაშვილი, ირაკლი კობახიძე. ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს... ის ფოტოები რაც გავრცელდა საია-ს ოფისში შეიძლება სტუმრადაც იყო მისული", ამბობს გიორგი გაბუნია.
იგივე აზრზეა, ზაზა ლომინაძეც. მისი თქმით, კობახიძე -პაპუაშვილის ტყუილი არ ახსოვს და რასაც ამბობენ, სიმართლეა.
ამდენი წელია ამ გუნდის წევრი ვარ და შალვა პაპუაშვილის და ირაკლი კობახიძის ტყუილი არ მახსოვს, რასაც ამბობენ სიმართლეა. ჩვენც ახლა ერთად ვართ, მაგრამ ხომ არ ნიშანვს რომ ერთ გუნდში ვართ, - ამბობს ზაზა ლომინაძე.
კობახიძე და პაპუაშვილი უარყოფენ არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობასა და მათთან თანამშრომლობას, თუმცა გასული 2 დღის განმავლობაში მათი წარსულიდან არაერთი ფოტო გავრცელდა, სადაც კობახიძეც და პაპუაშვილიც მესამე სექტორის წარმომადგენლებთან ერთად სხვადასხვა პროექტებს განიხილავენ. ფოტოები ძირითადად 2010-2013 წლებით თარიღდება.