ვინ არის პროფესორი, რომელიც ამბის გაშუქების გამო ჟურნალისტს აკრიტიკებდა

02.02.26 13:05
ვინ არის პროფესორი, რომელიც ამბის გაშუქების გამო ჟურნალისტს აკრიტიკებდა

პროფესორი, რომელიც პირდაპირ ეთერში ორი უნივერსიტეტის გაერთიანების გაშუქების გამო ჟურნალისტს აკრიტიკებდა, როზეტა გუჯეჯიანია.

"რა გინდათ?! რა უფლებით მოდიხართ აქ და სიმშვიდეს გვირღვევთ?!," - უთხრა ტვ პირველის ჟურნალისტს როზეტა გუჯეჯიანმა 2 თებერვალს. ამ დღეს რეპორტიორი თსუ-ს აკადემიური საბჭოს სხდომის დაწყებამდე ცდილობდა, გაერკვია, რას ფიქრობენ საბჭოს წევრები თსუ-ს და სტუ-ს გაერთიანებაზე. 

პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი "ქართული ოცნების" მხარდამჭერია. სოციალურ ქსელში იძებნება არაერთი ფოტო, რომელიც მისი და "ქართული ოცნების" დეპუტატის, რამინა ბერიძის, ასევე თეა წულუკიანის მჭიდრო კავშირებს ადასტურებს.

პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი ფიქრობს, რომ ქვეყნის პირველი უნივერსიტეტის ბედი, არა მოქალაქებმა არამედ მხოლოდ აკამდემიურმა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს.

"ჩვენი გადასაწყვეტია აკადემიური შემადგენლობის და სტუდენტების,. თქვენი საქმე ეს არ არის," - თქვა როზეტა გუჯეჯიანმა.

მსგავსი სიახლეები