შეზღუდვები, რომელიც “ოცნებასაც“ ეხება - რა გაეპარათ ივანიშვილის კანონში
შეზღუდვები, რომელიც “ოცნებასაც“ ეხება - რა გაეპარათ ივანიშვილის კანონში.
როგორც ნონა ქურდოვანიძე წერს, სიჩქარეში ივანიშვილის გუნდმა “შემთხვევით“ ყველაფერი აკრძალა, მათ შორის ის, რომ “ოცნებას" მთავრობის თანხმობა დასჭირდება ამომრჩევლებთან შესახვედრად ტაქსის მომსახურება რომ მიიღოს, ან პლაკატი რომ დააბეჭდინონ რომელიმე კომპანიას.
დღეს იქნება ,,გრანტების შესახებ" კანონპროექტის განხილვა კომიტეტზე, პირველი მოსმენით. იმის შიშით, რამე არ გამოგვრჩესო, ცვლილებების თანახმად მაგალითად, პარტია ,,ქართულ ოცნებას" მთავრობის თანხმობა დასჭირდება ამომრჩევლებთან შესახვედრად ტაქსის მომსახურება რომ მიიღოს, ან პლაკატი რომ დააბეჭდინონ რომელიმე კომპანიას. კი ამბობენ, უცხოეთიდან დაფინანსებას ვებრძვითო, მაგრამ ,,შემთხვევით" ყველაფერი აიკრძალება. კარგად თუ დააკვირდებიან რაც დაწერეს, ასე გამოდის, - წერს ქურდოვანიძე.