ვესწრებოდი ტრენინგებს, საიდანაც ავიღე და მივიღე საჭირო ინფორმაცია და ცოდნა - ნინო წილოსანი
“ოცნების“ წევრები აღიარებენ, რომ მათაც, წლების განმავლობაში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან არაერთი და მათ შორის მჭიდრო კავშირები ჰქონდათ.
ნინო წილოსანის თქმით, ის ესწრებოდა ტრენინგებს, იღებდა კონკრეტულ ცოდნას, თუმცა ეს ყველაფერი არ იყო აკრძალული და ახლა მათვის მიუღებელია ის საქმიანობა, რითაც მესამე სექტორია დაკავებული.
თქვენ ახლა ვერაფერს ახალს ვერ ამბობთ იმითი, რომ ოდესღაც შესაძლოა, ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებში, აქ არ არის საუბარი ენჯეოებში. ჩვენ ყველა ვიღებდით მონაწილეობას, მათთან ერთად როგორც მუშაობაში, კონსულტაციაში და ა.შ. აქ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომენტარი მახსენდება, ენჯეოს წარმომადგენელმა დამიკომენტარა, რამდენ ჩვენ ტრენინგზე ხარ ნამყოფიო. ჩემი პასუხია ასეთი, ყველა ამ ტრენინგზე ავიღე და მივიღე ის საჭირო და აუცილებელი ინფორმაცია და ცოდნა, რაც უნდა მიმეღო, მაგრამ სისხლი არ გადამისხამს, მათგან განსხვავებით. ჩემს ქართველობას და ამ ქვეყნის მოქალაქეობასა და ინტერესზე უარი არ მითქვამს, იმ ადამიანებისგან განსხვავებით, ვისაც სჭირდება გაგრილების პერიოდი, - განაცხადა წილოსანმა.