ირაკლი კობახიძე მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას
ირაკლი კობახიძე მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც 3-5 თებერვალს არაბთა გაერთიანებული საამიროები ქალაქ დუბაიში მასპინძლობს.
ინფორმაციას კობახიძის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, კობახიძე 3 თებერვალს სამიტზე სიტყვით გამოვა, ასევე მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში თემაზე - ინვესტიციების მომავალი. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც.
ინფორმაციის მიხედვით, ირაკლი კობახიძე დუბაიში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში „ოცნების“ მთავრობის მინისტრები - ირაკლი ჩიქოვანი, მაკა ბოჭორიშვილი, მარიამ ქვრივიშვილი, პაატა სალია, გივი მიქანაძე და „ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.