ადვოკატებზე გავლენის შესაძლო საფრთხე - მსჯელობა ადამიანის უფლებათა კომიტეტზე

02.02.26 17:46
ადვოკატებზე გავლენის შესაძლო საფრთხე - მსჯელობა ადამიანის უფლებათა კომიტეტზე

ადამიანის უფლებათა კომიტეტზე იურიდიული დახმარების სამსახურის მუშაობასთან დაკავშირებით ცვლილებები განიხილება. 

საზოგადოებრივი ადვოკატის სამსახურს, რომელიც დამოუკიდებელი უწყება იყო, კობახიძე იქვემდებარებს. ახალი მოდელით იცვლება საბჭოს დაკომპლექტების წესიც.  უმრავლესობა ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება, მათ შორის გენერალური პროკურორი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.

არჩილ გორდულაძე, რომელიც ახალი კანონის ინიციატორია, ამტკიცებდა, რომ ადვოკატის საქმიანობა და დამოუკიდებლობა არცერთ შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ არ იქნება. 

“ოცნების “დეპუტატის თქმით, რადგან აღნიშნული სამსახური სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება, მნიშვნელოვანია, რომ რაციონალური ხარჯვა სახელმწიფომ აკონტროლოს, კერძოდ კი მთავრობამ და სწორედ ეს არის ერთ-ერთი განმაპირობებელი იმის, რომ საზოგადოებრივი ადვოკატების სამსახურს უქვემდებარებენ მთვრობას.

კანონპროექტი არ არეგულირებს ადვოკატის, როგორც თავისუფალი პროფესიის საქმიანობას. ისევ იქნება დამოუკიდებელი. ანგარიშვალდებულება მნიშვნელოვანია აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ. გთავაზობთ, გადაიხედოს საბჭოს დაკომპლექტების წესი. რაც შეეხება დირექტორის თანამდებობას, საბჭოს წევრებს ექნებათ შესაძლებლობა კანდიდატურების დაყენების და შემდეგ 1 შეჯერებულს წარუდგენენ პრემიერს. ამავდროულად პარლამენტი არ კარგავს საზედამხედველო ფუნქციებს. სხვადადხვა პირისგან გვესმის, რომ ადვოკატის საქმიანობა შეიზღუდება ეს ინფორმაცია რბილად, რომ ვთქვათ არასწორი და არაზუსტია. დღესაც იურიდიული სამსახურის დირექტორს არ აქვს უფლებამოსილება ადვოკატის საქმიანობაში ჩაერიოს და შესაბამისად ვინ დანიშმავს მას, ვერ იქნება საფუძველი ზიანის, - აცხადებს გორდულაძე. 

ამ ინიციატივამ კითხვები გააჩნია თავად „ოცნებაშიც“. ალუდა ღუდუშაური, რომელიც ერთ-ერთი ინიციტორია აღნიშნული ცვლილებებისა, დაინტერესდა, წარმოადგენს თუ არა გარკვეულ გამოწვევებს ბორდის არჩევაში გენპროკურორის მონაწილეობა. 

აღნიშნული კანონმდებლობის თანახმად, 9 - წევრიანი საბჭო 7-წევრიანი გახდება, და მათი უმრავლესობის არჩევა სწორედ “ოცნების“ ხელში იქნება, ხოლოდ გენპროკურორი მხოლოდ 1 წევრი არჩევას შეძლებს. სწორედ ეს აინტერესებდა ღუდუშაურს, ხომ არ იქნება უკეთესი, რომ ეს კვოტა გენპროკურორს არ ჩაბარდეს.

ხომ არ ვიმსჯელოთ დამატებით, ეფექტური მართმსაჯულების განხორციელებისთვის, რადგან მართალია, ბორდის ერთი წევრი არის შემოთავაზებულ ვარიანტში გენ პროჯურორის სახით, რაც გადამწყვეტი ვერ იქნება და დამინანტი, თუმცა ხომ არ იქნებიდა უპრიანი გვემსჯელა რომ გენპროკურორის ყოფნა ამ სამსახურის სიახლოვეს ყოფილიყო განრიდებული და დისტანცირებული- ღუდუშაური.

კითხვები ჰქონდა ასევე რატი იონათამიშვილს, რომელიც მიიჩნევს, რომ შესაძლაო, უკეთესი იყოს, რომ პრემიერთან ერთად პროცესი ინტეგრეირებული იყოს იუსტიციის სამინსიტროსთან. 

ხომ არ სჯობია პრემიერთან ერთად რომელიმე სამინისტროსთან რომ იყოს ინტეგრირებული ეს პროცესი, მაგალითად იუსტიციის სამინისტროსთან, - თქვა იონათამიშვილმა.

საკომიტეტო მოსმენას ესწრებიან ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები, მათ შორის არჩეული თავმჯდომარე და ორი ადვოკატი, რომლებსაც ასევე ჰქონდათ კითხვები გორდულაძესთან. მათ აინტერესებდათ, რამდენად იქნება უზრუნვეყოფილი ადვოკატების თავისუფლება და დამოუკიდებლობა. 

განხილვა დასრულდა, კომიტეტზე პირველი მოსმენით ცვლილებებს მხარი დაეჭირა.

მსგავსი სიახლეები