ემიგრანტების პასუხი: "ოცნება ხალხის დადუმებას ცდილობს"
ქვეყნიდან იძულებით გადახვეწილი ადამიანებისთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა იმ ინფორმაციის მოსმენა, რომლის მიხედვითაც "ქართული ოცნების" ახალი კანონები მათზეც შეიძლება გავრცელდეს.
სპეციალისტების თქმით, "ხალხის დადუმების მცდელობად" შეფასებულმა კანონპროექტში "ქართულმა ოცნებამ" იმგვარი ნაღმები ჩადო, რომლის გააქტიურება სხვა რეპრესიული კანონებით შეეძლებათ.
აი რა ხდება - უფლებადამცველებმა დოკუმენტის წაკითხვის შემდეგ, აღმოაჩინეს რომ შესაძლოა, კანონმა მოქმედება "ოცნების" მიერ მიღებული ე.წ. "ფარას" კანონით დაიწყოს მოქმედება. ამ კანონის პირველივე მუხლი უცხოელად თვლის საქართველოს იმ მოქალაქესაც, რომლის მუდმივი საცხოვრებელი ტერიტორია საქართველო აღარ არის.
სპეციალისტების თქმით, უცხოეთში მცხოვრები ქართველებიც უცხოელებად განიხილებიან და მათგან მიღებული ფულის გამო, შესაძლოა, ხალხს ე.წ. აგენტების რეესტრში მოსთხოვონ რეგისტრაცია.
სპეციალისტების მტკიცებით, თუ ემიგრანტი საკუთარი შრომით გამომუშავებულ თანხას შვილს გადმოუგზავნის, ის კი პირობითად ამ თანხის ნაწილს ტრანსპორტში დახარჯავს იმისთვის რომ საპროტესტო აქციაზე მივიდეს, ამ შემთხვევაში შეიძლება მშობელიც და შვილიც დამნაშავედ გამოაცხადონ და პატიმრობა მიუსაჯონ.