საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე ისევ იზრდება - ექსპერტები ეკონომიკურ ტყვეობაზე საუბრობენ
2025 წელს რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა კიდევ უფრო გაიზარდა და 2 მილიარდ 688 მილიონს მიაღწია. ძირითადი წილი იმპორტზე მოდის , რუსეთიდან შემოგვაქვს ხორბალი, ნავთობი, ზეთი და გაგვაქვს ყველაზე მეტი ღვინო. ერთი შეხედვით, მონაცემები გვაჩვენებს, რომ ოკუპანტი ქვეყანა სავაჭრო პარტნიორებში მესამე ადგილს იკავებს, მაგრამ რეალურად დამოკიდებულება ბევრად დიდია, თუ გავითვალისწინებთ ცენტრალურ აზიაში გატანილ პროდუქტებს, რომელიც რეალურად რუსეთში ხვდება თუმცა სხვა ქვეყნებზე ფორმდება.
მხოლოდ ნავთობის იმპორტიც საკმარისია იმის საჩვენებლად, როგორ იზრდება დამოკიდებულება. რუსული სამთავრობო მედია წერს, რომ ნავთობის მიწოდება საქართველოში 16-ჯერ გაზარდეს და ბოლო 10 წელში რეკორდი მოხსნეს. ბოლო წელს გაზპრომმა გაზის 40 პროცენტით გაზარდა. გაზის მოწოდება. ენერგოდამოკიდებულება კი ყველაზე დიდ ეკონომიკურ საფრთხედ შეიძლება გვექცეს.