"გიორგი გახარია გავაქციე ქვეყნიდან" - თეა წულუკიანი
"გიორგი გახარია გავაქციე ქვეყნიდან" - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თეა წულუკიანი პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებას, სადაც ის წულუკიანის კომისიაზე საუბრობს და ამბობს, რომ გიორგი გახარიამ „ქართული ოცნება“ დებატებში დაამარცხა.
შარაშიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში დებატებზე უარის თქმაც განმარტა და აღნიშნა, რომ ნამდვილი დებატების ყურება თუ უნდოდათ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის თეა წულუკიანის კომისიაზე მისვლის ვიდეო უნდა ენახათ, სადაც "ოცნების" წევრმა დებატებში "პირწმინდად წააგო".
როდესაც ჩვენ დებატებს დავთანხმდით, ვგულისხმობდით რეალურ დებატს და არა იმ მოდელირებულ ერთგვარ პანელურ დისკუსიას, აც გუშინ ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ შემოგვთავაზა. ამიტომაც ჰქონდა ალბათ ყურებადობა ისტორიულად ალბათ ყველაზე დაბალი და ეს უნდა გაფიქრებდეთ ალბათ რაღაც-რაღაცებზე. 500 ადამიანიც ვინ იყო ალბათ ეგეც საკითხავია, ალბათ თქვენი პარტიული აქტივი.
ბატონი გიორგი გახარიას ქალბატონო თეა წულუკიანის კომისიაზე მისვლის ვიდეო ნახეთ, რამდენმა ათასმა და ათი ათასობით ადამიანმა უყურა ამ ვიდეოს ისიც ნახეთ და მერე მიხვდებით როგორი უნდა იყოს რეალური დებატი. სწორედ ამ პირწმინდად წაგებული დებატების მერე გახდოით იძულებული მის მიმართ გაუგებარი მიზეზებით და მოტივებით სისხლის სამართლის საქმეები აღგეძრათ.
კიდევ ერთხელ გიწვევთ რეალურ დებატებში ვისაც გინდათ, სადაც გინდათ და რომელ ტელევიზიაშიც გინდათ," - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
შარაძიძის პასუხად თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ოპონენტის მიერ ნახსენები დებტაების შედეგად მან გიორგი გახარია ქვეყნიდან გააქცია.
გახარიამ, სხდომაზე მოსვლა რომ გადაწყვიტა, ჩვენგან მოითხოვა, რომ თუ ის მოვიდოდა, მოვიდოდა მხოლოდ დაცვის თანმხლებით. როგორც კომისიის თავმჯდომარემ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ თუ ადამიანს აქვს შიში და შფოთვა, მოვიდეს დაცვასთან ერთად, არ არის არავითარი პრობლემა. ასეთ შემთხვევაში, მე ბატონი გიორგის [შარაშიძის] ადგილას ნაკლებად ომახიანად ვისაუბრებდი რაღაცა ტიპის უხორცობაზე და უშიშრობაზე. ეს დაცვა იარაღით აპირებდა შემოსვლას. აქაც კითხვის ნიშნები მიჩნდება, ვისგან ვიცავდით ამ ადამიანს იარაღით. ბოლოს იმდენი ვქენით და დებატის შედეგი დადგა ის, რომ გავაქციე ეს ადამიანი ქვეყნიდან და რომელი დებატის წაგებაზეა საუბარი, არ ვიცი," - თქვა თეა წულუკიანმა.
გიორგი შარაშიძეს "ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც მიმართა და უთხრა, რომ გუშინ, "რუსთავი 2-ის" ეთერში გამართულ დებატებზე უნდა მისულიყო.
მოსულიყავით გუშინ, რა თავის სამართლებლად გაიხადეთ საქმე, ამდენი დრო დახარჯეთ," - თქვა პაპუაშვილმა.