"საქართველოში ირანის გავლენების მხრივ აღმავლობაა" - განცხადებები თემთა პალატაში

04.02.26 11:15
"საქართველოში ირანის გავლენების მხრივ აღმავლობაა" - განცხადებები თემთა პალატაში

საქართველოში ირანის გავლენების მხრივ აღმავლობაა - ამის შესახებ ბრიტანეთის თემთა პალატაში განცხადება კონსერვატიული პარტიის წევრმა, მარკ პრიტჩარდმა გააკეთა. მან ამ კონტექსტში ისაუბრა ირაკლი კობახიძის ირანში გახშირებულ ვიზიტებზე და მაგალითად მოიყვანა ირანული კომპანიების მზარდი მაჩვენებლი საქართველოში. 

ბრიტანელმა დეპუტატმა ბრიტანელ მინისტრს დაუსვა კითხა, თუ რას აკეთებს ოფიციალური ლონდონი საქართველოში ირანული გავლენები აღმოფხვრელად.

მარკ პრიტჩარდის კითხვა:  საბედნიეროდ ირანის გავლენები სამხრეთ კავკასიაში მცირდება, თუმცა, ერთი ქვეყანა, სადაც როგორც ჩანს აღმავლობაა, ეს არის საქართველო. მინისტრო შეგიძლიათ გაიზიაროთ ჩემი შეშფოთება ამ ბრალდებასთან დაკავშირებით, რომ  აქ 13-ზე მეტი ირანული კომპანიაა რეგისტრირებული . არსებობს სანქციების დარღვევისა და მათთვის თავის არიდების პოტენციალი, ეს ფული ირანის რეჟიმს კვებავს. ის მთელ მსოფლიოში მავნე საქმიანობას აფინანსებს, ამიტომ ხომ არ მიმართავდით საგარეო საქმეთა მინისტრს იმის გამოსაძიებლად, მართალია თუ არა, რომ ირანი აფინანსებს ამ რეჟიმს და იყენებს საქართველოს შავი ზღვის უკანა კარს? 

ბრიტანელი მინისტრის პასუხი: თქვენ იცით, რომ ვერ ვისაუბრებ სანქციებთან დაკავშირებით.  ვიტყოდი, რომ ირანის გავლენა მის სიახლოვესა და მიღმა დადასტურებულია, რომ არის მავნე . ჩვენ ვხედავთ ირანის გავლენების გრძელ ნაიარევს ლიბანში , ღაზაში და ამ კონტექსტის მთელ სპექტს. ვისურვებდი, რომ ყველა ჩვენი პარტნიორი ფრთხილად იყოს ირანთან ურთიერთობებში.

"ოცნების" ირანთან კავშირებზე საუბრობს ოპოზიციაც - "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია მოსალოდნელ "გეოპოლიტიკურ კატასტროფაზე" საუბრობს. 

ქოცური მმართველობის პირობებში ირანის გავლენები გაზრდილია. ირანი არეგისტრირებს მარალი ალბათობით, საკუტარ კომპანიებს, რომელიც გამოიყენება იმისათვის, რომ რეჟიმმა მიიღოს წყაროები ადამიანთა უფლებების შესალახად და მეტი ავტოკრატიის და მეტი დიქტატურის დასამყარებლად. ეს ყველაფერი მოასწავებს გეოპოლიტიკურ კატასტროფას საქართველოსთვის, რომელიც უკვე დიდი ხანია აღარ აღიქმება, როგორც სანდო და სერიოუზლი პარტნიორი და უკვე აღიქმება როგორც ისეთი რეჟიმების ვასალი და მეგობარი, როგორებიცაა არა ამრტო რუსეთი, არამედ ჩინეთი და ირანი. ეს არის ქოცური ე.წ. საგარეო პოლიტიკის პირდაპირი შედეგი - საქართველოს რეპუტაციის სრული გაპარტახება", - ამბობს გრიგოლ გეგელია.