სასახლის ღობის საქმე - სასამართლოში 13 პირის პროცესი მიმდინარეობს

04.02.26 12:27
სასახლის ღობის საქმე - სასამართლოში 13 პირის პროცესი მიმდინარეობს

სასახლის ღობის საქმე - სასამართლოში 13 პირის პროცესი მიმდინარეობს.  საქმეს მოსამართლე თამარ მახარობლიძე იხილავს.

დღევანდელ პროცესზე წარმოდგენილია ბრალდების მხარის 5 მოწმე. პროცესს 13 ბრალდებულიდან არ ესწრება ერთ-ერთი ბრალდებული, გიორგი კირვალიძე. როგორც მოსამართლემ განმარტა, მან უარი განაცხადა სხდომაზე მოსვლაზე და მის ინტერესებს ადვოკატი წარმოადგენს.

ცნობისთვის, კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, გია თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.