ვინ იქნება "ფასების საპარლამენტო კომისიაში" - სია

04.02.26 13:36
ვინ იქნება "ფასების საპარლამენტო კომისიაში" - სია

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით შექმნილი პარლამენტის დროებითი კომისიის შემადგენლობა ცნობილია.

  • კომისია 14 წევრისგან შედგება, აქიდან 7 წევრი ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრია, 3  - "ხალხის ძალასა" და  ფრაქცია "საქართველოსთვის"  3-3 წევრი ეუოლება კომისიაში. ერთი წევრი მოხვდა "ევროპელი სოციალისტებისგან".
  1. "ქართული ოცნება" - შოთა ბერეკაშვილი, პაატა კვიჟინაძე, ვახტანგ თურნავა, ნინო წილოსანი, გელა სამხარაული, ზაზა ლომინაძე, მაია ბითაძე;
  2. "საქართველოსთვის" - ქეთევან გვარაკაძე, გიორგი შარაშიძე, შალვა კერესელიძე;
  3. "ხალხის ძალა" - დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი, ეკა სეფაშვილი;
  4. "ევროპელი სოციალისტები" - ილია ინჯია.

საპარლამენტო კომისია მუშაობას 5 თებერვლიდან დაიწყებს და სამი თვის განმავლობაში იმუშავებს.

დადგენილების თანახმად, კომისიამ უნდა შეიმუშავოს და მოამზადოს შესაბამისი დასკვნა და რეკომენდაციები.

„ქართულმა ოცნებამ“ უკვე შექმნა სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, რომელსაც ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს და რომელიც სურსათის ფასებს სწავლობს.

22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები სურსათზე ფასის წარმოქმნის შესახებ დაწყებული გამოძიების ფარგლებში სუპერმარკეტების ქსელებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში სხვადასხვა ტიპის დოკუმენტების ამოღება დაიწყეს.