მინისტრის მოადგილე განმარტავს, როგორ აირჩევენ ის აბიტურიენტები უნივერსიტეტებს გაზაფხულზე, ვისაც თსუ-ში ან სტუ-ში სწავლა სურთ
როგორ აირჩევენ ის აბიტურიენტები უნივერსიტეტებს გაზაფხულზე, ვისაც თსუ-ში ან სტუ-ში სწავლა სურს - განათლების მინისტრის მოადგილე, ზვიად გაბისონია ამბობს, რომ მარტამდე სავარაუდოდ ორი უნივერსიტეტის გაერთიანებსი და რეორგანიზაციის პროცესიდ ასრულებული არ იქნება, ამიტომაც აბიტურიეტებს შეეძლებათ ცალ-ცალკე ჩაწერონ ჩამონათვალში როგორც სტუ ისე თსუ.
თუ რეორგანიზაცია დასრულებული არ არის, ბუნებრივია, ორივე უნივერსიტეტი სამართალსუბიექტურობას შეინარჩუნებს - ამბობს გაბისონია.
მთავრობის გადაწყვეტილების მიხედვით იქნება დადარებები, ქვოტირების გაკეთება და იქნება პირდაპირ მითითებული პროგრამა და შესაბამისი უნივერსიტეტი. თუ რეორგანიზაცია დასრულებული არ არის, ბუნებრივია, ორივე უნივერსიტეტი სამართალსუბიექტურობას შეინარჩუნებს. თუ ექნება სტუ-ს იმ მოცემული მომენტისთვის, რეორგანიზაციის პერიოდში ჩაწერს, სტუ-ს, თუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჩაწერს თსუ-ს. თებერვლის თვეში, მას შემდეგ რაც ანკეტა-კითხვარები გაიხსნება, მას შემდეგ რაც საქართველოს მთავრობა დააგდენს შესაბამის პროგრამებს, ქვოტირებების ნაწილს, მათ შეეძლებათ ამის მიხედვით აარჩიონ. სტუ-ში იმის გამო, რომ რეოგრანიზაცია შეიძლება დასრულდეს რამდენიმე თვის შემდეგ, ვერ გეტყვით ზუსტ დროს, მოგეხსენებათ, რომ ორ უზარმაზარ უნივერსიტეტზე ვლაპარაკობთ, ამ მიმართულებით არანაირი შეზღუდვა, განსაკუთრებით სტუდენტების სწავლებასთან დაკავშირებით არ იგეგმება. მარტში ნამდვიალდ დახვდებათ ორივე უნივერსიტეტი, რაც შემიძლია 100% ით გითხრათ. სხვა თეორიული შანსი არ არსებობს", - აცხადებს გაბისონია.
პარასკევს, 6 თებერვალს, მინისტრ გივი მიქანაძესთან თსუ-ს და სტუ-ს რექტორატის და ლექტორების გაერთიანებული შეხვედრა გაიმართება, სადაც ორი უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხზე კონკრეტული საუბარი იქნება.