ჩხრეკა ვაგონსარემონტო ქარხანაში - პროკურატურა ხელმძღვანელების მხრიდან ფულის შესაძლო მითვისებას იძიებს
მთავარი პროკურატურა სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის“ ჩატარებულ ჩხრეკას ადასტურებს.
უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება პასუხისმგებელი პირების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე მიმდინარეობს.
პროკურატურის ცნობითვე, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურიდან შემოსული წერილი და შემოწმების მასალები, შესაძლო დანაშაულის თაობაზე.
საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში, სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის“ პასუხისმგებელი პირების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.
გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურიდან შემოსული წერილი და შემოწმების მასალები, შესაძლო დანაშაულის თაობაზე.
გამოძიების ფარგლებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 3 თებერვალს რამდენიმე მისამართზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები - ჩხრეკები.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება"- წერის ოფიციალურ განცხადებაში.
ცნობისთვის, სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალში" ჩატარებული ჩხრეკის შესახებ ინფორმაცია "პირველებმა" დღეს გაავრცელა.
კომპანიის დირექტორი, გელა ძიძიკაშვილია. მან დღეს ადგილზე მისულ "პირველების" კორესპოდენტს კითხვებზე არ უპასუხა და ერთ-ერთ ოთახში ჩაიკეტა.
ძიძიკაშვილი "ქართული ოცნების" ერთ-ერთი შემომწირველია. მას მმართველი პარტიისთვის 40 000 ლარი აქვს შეწირული.
სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის“ აქციების ნახევარი, 50% თბილისის სატრსნსპორტო კომპანიას ეკუთვნის, რომელიც მერიის დაქვემდებარებაშია.