ჩვენ კვლავ მოლოდინის რეჟიმში ვართ - პაპუაშვილი აშშ-ზე

04.02.26 16:13
ჩვენ კვლავ მოლოდინის რეჟიმში ვართ - პაპუაშვილი აშშ-ზე

შალვა პაპუაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ბრენდან ჰანრაჰანს შორის გამართული შეხვედრაზე ისაუბრა. 

"ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, ეს იყო სამუშაო შეხვედრა,  ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკურ ურთიერთობებს შეეხებოდა. 

მისი თქმით, მმართველი გუნდი მზაობას გამოთქვამს, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები გადაიტვირთოს.

„აშშ-სა და საქართველოს საგარეო უწყებებს შორის სამუშაო ურთიერთობა ჩვეულებრივად მიმდინარეობს. ეს იყო სამუშაო შეხვედრა, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს ეხება. რაც შეეხება ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკურ ურთიერთობებს, ჩვენ კვლავ მოლოდინის რეჟიმში ვართ. მნიშვნელოვანია მზაობა, რომელიც ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან არსებობს. ჩვენი მზაობაა, რომ დავივიწყოთ ის მავნე პრაქტიკა, რომელსაც წინა ადმინისტრაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებდა - მათ შორის, არჩევნებში ჩარევის გზით, რასაც ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას წარმოადგენდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ ეს ფურცელი გადაიშალოს და საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები გადაიტვირთოს“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიასა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ბრენდან ჰანრაჰანს შორის შეხვედრა გაიმართა.