ივანიშვილს ძალიან უნდა, საქართველოს პუტინის ხელებში ჩაეძინოს - შვედი დეპუტატი

04.02.26 18:14
ივანიშვილს ძალიან უნდა, საქართველოს პუტინის ხელებში ჩაეძინოს - შვედი დეპუტატი

"ბიძინა ივანიშვილს ძალიანაც უნდა, რომ საქართველოს ვლადიმერ პუტინის ხელებში ჩაეძინოს"- ამის შესახებ შვედმა დეპუტატმა, გუსტაფ გოტბერგმა "პირველებისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. 

გოტბერგი ბიძინა ივანიშვილს "ოლიგარქად" მოიხსენიებს და "ქართულ ოცნებას" "რეჟიმს" უწოდებს. 

გუსტავ გოთბერგი თბილისში მიმდინარე პროევროპული უწყვეტი აქციებსაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აღფრთოვენებულია იმ სიმამაცით, რასაც "რუსთაველის გამზირზე" ხედავს. 

შვედი დეპუტატი მიიჩნევს, რომ უფრო მეტი ევროპელი უნდა ჩავიდეს თბილისში და დაუდასტუროს პერსონალური მხარდაჭერა პროტესტის მონაწილეებს. 

ამის პარალელურად, დეპუტატი აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა პერსონალური სანქციები უნდა დაუწესოს ბიძინა ივანიშვილსა და მის კომპანიონებს. 

საქართველო ევროპული სახელმწიფოა, ქართველები ევროპელები არიან და ქართველებს სურთ ევროპელებად დარჩენა. სწორედ ამიტომ ვხედავთ პროტესტს ყოველ დღე და ღამე თბილისში და ჩვენ, დასავლეთში ამ ყველაფერს ძალიან კარგად ვხედავთ. მე პირადად ვარ აღფრთოვანებული ვარ იმ სიმამაცით რასაც რუსთაველის გამზირზე ვხედავ. რა შეიძლება ასეთ დროს ევროპის მხრიდან გაკეთდეს? - უნდა გაგრძელდეს ზეწოლა ოლიგარქზე. ვფიქრობ პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და მის კომპანიონებზე უნდა დაწესდეს.

ყველგან, სადაც შეგვიძლია, ჩვენ უნდა შევაჩეროთ ყველანაირი საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატი არალეგიტიმურ მთავრობასთან და ასევე რაც მნიშვნელოვანია, უფრო და უფრო მეტი ევროპელი უნდა ჩავიდეს თბილისში და დაუდასტუროს პერსონალური მხარდაჭერა პროტესტის მონაწილეებს. ისინი ძალიან მამაცები და გამბედავები არიან და აჩვენებენ რომ საქართველო ეკუთვნის ევროპას"- აღნიშნა გოთბერგმა. 

"პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში გუსტავ გოთბერგმა, "მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ის არა არის ისეთი ჯადოსნური გამოსავალი, რომელიც ყველაფერს ერთიანად მოაგვარებს, თუმცა ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ასევე მე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დავაყენე საკითხი, რომ "ოცნების" დელეგაციას ოფიციალურად შეუჩერდეთ ასამბლეაში წევრობა, ესეც ვფიქრობ ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ასე რომ "მოსკოვის მექანიზმის" გააქტიურება არის ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი ქმედება 2 მიზეზის გამო:  ერთი - არის ის, რომ ეუთომ უნდა იმუშაოს და შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები წევრ ქვეყნებთან მიმართებით ამიტომ მნიშვნელოვანია გამოძიება რა ხდება საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით. მეორე ფაქტორი კი არის ის რომ ვაჩვენოთ ქართული ოცნების რეჟიმს - საერთაშორისო ინსტიტუტები არ ივიწყებენ იმას რაც საქართველოში ხდება. მსოფლიოში ახლა ბევრი რამ ხდება და სწორედ ამ ყველაფრის ფონზეა მნიშვნელოვანი ვაჩვენოთ რეჟიმს - ყურადღება არ მოგვიდუნებია. ვხედავთ რუსთაველის გამზირზე პროტესტს ყოველ ღამე და ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საქართველოს ვლადიმერ პუტინის ხელებში ჩაეძინოს, რაც ბიძინა ივანიშვილს ძალიანაც უნდა"- თქვა მან.