"თუ გინდათ ამინდზე ვილაპარაკოთ" - ხიდაშელი საუბრობს, როგორ ცდილობს, "ოცნება" ბრიუსელში მაღალჩინოსნებს შეხვდეს

04.02.26 17:48
"თუ გინდათ ამინდზე ვილაპარაკოთ" - ხიდაშელი საუბრობს, როგორ ცდილობს, "ოცნება" ბრიუსელში მაღალჩინოსნებს შეხვდეს

 

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის თქმით, "ქართულ ოცნებას" საერთაშორისო იზოლაცია აწუხებს და ყველანაირად ცდილობს, ბრიუსელში რაიმე სახის შეხვედრა მაინც გამოდონ, ვინმემ ხელი ჩამოართვას და ფოტო გადაიღოს მათთან. 

ბრიუსელში ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც მათი [ქართული ოცნების" წარმომადგენელი საუბრობს, საქართველოს საელჩო, არის ეს - ისინი ცდილობენ რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ ხელის ჩამორთმევა, ფოტო, შეხვედრა, თუმცად ამ შეხვედრაზე ამინდზე ისუბრონ. პირდაპირ ციტატას გეუბნებით შეთავაზებიდან, რომელიც საელჩომ გაუკეთა ძალიან მაღალი თანამდებობის პირს  - თუ გინდათ, ამინდზე ვილაპარაკოთ, ოღონდ შევხვდეთ-ო. ყველაზე მეტად რაც აწუხებთ, არის სწორედ იზოლაცია და არაღიარება"- თქვა მან.