ჩხრეკის სერიები მერიის დაქვემდებარებულ კომპანიებში - რა ბედი ელის კალაძეს?
კაცი, რომელიც "პირველებს" უდასტურებს, რომ საგამოძიებო მოქმედებები ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში ჩატარდა, გელა ძიძიკაშვილია - ის ამ კომპანიის დირექტორია. "პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ პროკურატურის გამომძიებლები წყალსადენის ქუჩაზე გუშინ გამოჩნდნენ, ამოიღეს არა მხოლოდ საბუთები, არამედ დალუქეს პასუხისმგებელი პირის კაბინეტიც.
მოქმედებები ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის აქციების ნახევარი თბილისის მერიას ეკუთვნის. ეს ის კომპანიაა, რომელიც მეტროს ვაგონებს და მატარებლებს არემონტებს. ახლა ჩნდება კითხვა რას ეძებს პროკურატურა ქარხანაში? ამ ქარხნის ერთ-ერთი მსხვილი დამკვეთი თბილისის მერია. დაუსვეს თუ არა შეკითხვები კომპანიის დირექტორს კახი კალაძესთან დაკავშირებით, ამ კითხვის მოსმენის შემდეგ, გელა ძიძიკშვილი, რომელიც "ქართული ოცნების" ერთ-ერთი შემწირველია, კაბინეტში ჩაიკეტა.
ჩხრეკების სერიას მერიის დაქვემდებარებულ კომპანიებში ადასტურებს პროკურატურა. მთავარ საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, რომ დიდი ფულის მოპარვის კვალს ეძებენ. უწყებამ ჩხრეკა სამ კომპანიაში ჩატარდა, თუმცა კონკრეტულად რა პერიოდს იძიებენ, უწყება არ ამბობს. საგამოძიებო მოქმედებები "პირველების" ინფორმაციით, ჩატარდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაშიც. თანამშრომლები დეტალების გახმაურებისაგან ჯერ თავს იკავებენ.
მას შემდეგ რაც პირველები კალაძის უწყების ერთ-ერთ კომპანიაში საგამოძიბეო მოქედების შესახებ საზოგადოებას მოვუყევით, თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა და დააზუსტა რომ შიდა აუდიტის სამსახურს 2023/2024 წლებთან დაკავშირებით გაუჩნდა კითხვები.
კორუფციის მკვლევარები ისევ თბილისის მერის კახა კალაძის პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობენ. რადგან, მიაჩნიათ რომ შეუძლებელია უწყებაში ამ მასშტაბის კორუფცია იყოს და ხელმძღვანელობამ არ იცოდეს. რა ბედი ელის კახა კალაძეს ჯერ უცნობია.