"ოცნების" იერიში შვედეთზე და პასუხი სტოკჰოლმიდან
შვედი დეპუტატი ამბობს, რომ ირაკლი კირცხალიას გაკეთებული განცხადებით გაოგნებულია. გუსტავ გოთბერგი TV პირველთან ექსკლუზიურ ინტერვიუში მის პირველ რეაქციას იხსენებს, როცა შვედეთის ლანძღვაზე "ოცნების" უმრავლესობის ლიდერის განცხადება მოისმინა. "ტყუილი, სიცრუე და სრული სისულელე" - ასე პასუხობენ კირცხალიას სტოკჰოლმიდან.
შვედეთი ერთ-ერთი ქვეყანაა ეუთოს წევრი იმ 24 სახელმწიფოდან, ვინც საქართველოსთან დაკავშირებით "მოსკოვის მექანიზმი" აამოქმედა. რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში დამოუკიდებელ ექსპერტთა სპეციალური მისია ჩამოვა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის შესაძლო ფაქტებს ადგილზე დეტალურად შეისწავლის. შვედი პოლიტიკოსი "ტვ პირველთან" ინტერვიუში ამბობს, რომ უიშვიათესი მექანიზმის ამოქმედება დამოუკიდებელი გამოძიების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
შვედმა პოლიტიკოსმა "ტვ პირველთან" ინტერვიუ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე "ქართული ოცნების" უმრავლესობის ლიდერის განცხადება მოისმინა. კირცხალია შვედეთს კრიმინალთან ბრძოლას, ჯანდაცვის სისტემას და კიდევ ბევრ საქმეს უწუნებდა.
რატომ გაახსენდა "ქართულ ოცნებას" შვედეთი ახლა - ინტერნეტ სივრცეში გაიდავხედეთ შვედეთზე ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს. ასეთი ერთია და ის კრემლის საგარეოს პრეს სპიკერს - მარია ზახაროვას ეკუთვნის.
ირაკლი კირცხალიაც და მარია ზახაროვაც შვედეთს შიდა პოლიტიკას უწუნებს. კირცხალიას შემდეგ დღეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნის ლანძღვა ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემაც გააგრძელა.