"ოცნებამ" არაღიარების კრიმინალიზება დააანონსა

04.02.26 20:18
"ოცნებამ" არაღიარების კრიმინალიზება დააანონსა

"ქართული ოცნება" მთავრობის არაღიარებას კონსტიტუციური წესრიგის დარღვევად წარმოაჩენს და ამბობს, რომ მისი დაცვა უპირველესი ამოცანაა, ამიტომ ახლა მსჯელობენ, პროტესტში ჩართულები ციხეში გაუშვან, დააჯარიმონ თუ საერთოდ აკრძალონ.

შალვა პაპუაშვილს ვკითხეთ ვინ იქნება მათი სამიზნე - გვპასუხობს რომ კანონი აქტივისტებს არ შეეხება. დასჯა ემუქრება მათ, ვინც მთავრობის არაღიარება წაახალისა. ახსენებს სალომე ზურაბიშვილს და ალბათ არა შემთხვევით.

პარლამენტში გახსნილ საკითხს მწვანე შუქი აუნთო ირაკლი კობახიძემ. იურისტმა პრემიერმა კარგად იცის, რომ არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენება დემოკრატიული უფლებაა და მთავრობის არაღიარებაც გამოხატვის თავისუფლებაა. კობახიძე ამბობს, რომ ამაზე მეტად მნიშვნელოვანი კონსტიტუციური წესრიგის დაცვაა.

იზოლაციამ ხელისუფლება ამ ზღვარზე მიიყვანა - თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის ოცნების ახალ იდეას მარტივი ახსნა აქვს. თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ივანიშვილის პარტია ლეგიტიმაციის მოპოვებას ყველა გზით ცდილობს.

იურისტების განმარტებით, მისი დამტკიცების შემდეგ ხელისუფლებამ შესაძლოა ის ნებისმიერი პირის წინააღმდეგ გამოიყენოს.

რა ფორმულირებით ჩაიწერება კანონპროექტში მთავრობის არაღიარების კრიმინალიზების მუხლი - იდეა ჯერ მხოლოდ მუშავდება.

რუსუდან დუმბაძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები